Magdalena Posted August 14, 2019 Share Posted August 14, 2019 კომპანია LG Display აპირებს უახლოეს პერიოდში გამოშვებულ დისპლეებში მოახდინოს წამყვანი ტექნოლოგიების ინტეგრირება, მათ შორისაა ინტერაქტიული სენსორული მართვა. ამის ხარჯზე სამხრეთკორეული კომპანია გეგმავს უფრო აქტიური კონკურენცია გაუწიოს კონკურენტებს და პოზიციები გაიმყაროს კომერციული დისპლეების ბაზარზე. კომპანიის წარმომადგენლები საუბრობენ, რომ უახლოეს დროში წარმოდგენილი იქნება ახალი პროდუქტები ისეთი პრემიალური ფუნქციებით, როგორიცაა in-TOUCH. დაპატენტებული ტექნოლოგია in-TOUCH ფართოდ გამოიყენება სმარტფონებში, თუმცა დიდ კომერციულ პანელებში მისი გამოყენება გართულებული იყო ტექნოლოგიური შეზღუდვებისა და მნიშვნელოვანი დანახარჯების გამო. ამჟამად კი კომპანიაში საუბრობენ კლიენტების მხრიდან ამგვარი პანელებისადმი მზარდ ინტერესზე, რადგანაც პანელები უზრუნველყოფს კომფორტულ თანამოქმედებას და არასტრუქტურირებული ინფორმაციის დამუშავებას ეკრანებზე, რომლებიც განთავსებულია საყოველთაო თავშეყრის ადგილებში, კომერციულ დაწესებულებებში და ა.შ. გარდა ამისა, კომპანიას დაგეგმილი აქვს ორჯერ გაზარდოს გამჭვირვალე OLED დისპლეების წარმოება მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში. გამჭვირვალე OLED დისპლეები გამოიყენება ფრონტალურ და უკანა მხარეებზე სხვადასხვა ინფორმაციის აღსაბეჭდად. მათი გამოყენება შესაძლებელია მაღაზიის ვიტრინების კონსტრუქციებზე, შენობის ფასადებზე, საგამოფენო პავილიონებში და ა.შ. კომპანიის წარმომადგნელების თქმით კომერციული და საავტომობილო დისპლეების წარმოება ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულებაა. LG Display-ს გათვლილი აქვს, რომ ასეთი დისპლეებისა და სატელევიზიო OLED-დისპლეების წილი ამჟამად არსებული 20-30%-იდან 50%-მდე გაზარდოს მომდევნო წელს. შეგახსენებთ, რომ კომერციული პანელების გლობალურ გაყიდვებში LG Display-მ 2017 წელს პირველი ადგილი დაიკავა 36%-იანი წილით. გასულ წელს იგი ტაივანურმა AUO-მ ჩაანაცვლა. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კი LG-ს წილმა 39,7% შეადგინა და კვლავ დაბრუნდა პირველ ადგილზე. https://3dnews.ru/992304 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.