Jump to content
Magdalena

Samsung-მა და Xiaomi-მ წარადგინეს 108-მეგაპიქსელიანი მობილური სენსორი

Recommended Posts

ღონისძიება Future Image Technology Communication Meeting-ზე Xiaomi- 64-მეგაპიქსელიანი სმარტფონის გამოშვების დაანონსების გარდა განაცხადა, რომ მუშაობს 100+ მეგაპიქსელიან მოწყობილობაზე Samsung-თან ერთად. როდის გამოვა ეს სმარტფონი - ჯერჯერობით უცნობია, თუმცა Samsung-ის განცხადებით სენსორი უკვე მზად არის. 

image.png 

Samsung ISOCELL Bright HMX -  ეს არის 108-მეგაპიქსელიანი სენსორი სმარტფონეისთვის, რომლებიც შეიქმნება Xiaomi-სთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად. ეს პარტნიორობა წარმოადგენს 64-მეგაპიქსელიან სენსორზე ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას. ხსენებული 64-მექაპიქსელიანი სენსორიც Samsung-ის მიერაა შექმნილი და ეწოდება ISOCELL GW1. 

image.png 

image.png 

ასეთი სენსორის მქონე სმარტფონის მფლობელს შეეძლება გადაიღოს ფოტოები 12032 × 9024 გაფართოებით, მიღებული გამოსახულებები ხარისხობრივად კიდევ უფრო ახლოს მივა სისტემურ კამერებთან. მატრიცა შექმნილია Quad Bayer ტექნოლოგიით, რომელსაც Samsung- ტერმინოლოგიით Tetracell ეწოდება. ბაიერის სინათლის ფილტრები ფარავს არა მარტო ცალკეულ სენსორს, არამედ ერთად ოთხ პიქსელს. ტექნოლოგია Quad Bayer საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდო დინამიური დიაპაზონი. 

image.png 

დიდი გაფართოება და მატრიცის ზომა არა მარტო კარგი განათების პირობებში ზრდის გამოსახულების დეტალიზაციას, არამედ არასაკმარისი განათების შემთხვევაშიც. ტექნოლოგია Smart ISO სენსორს ხელს უწყობს უკეთ აღიქვას გარემომცველი პირობები. ISOCELL Plus ტექნოლოგიის წყალობით სინათლისადმი მგრძნობელობა და ფერების აღქმის ეფექტურობა იზრდება. 

image.png 

გიგანტური გაფართოების მიუხედავად Samsung ISOCELL Bright HMX მეტად სწრაფი სენსორია. მაგალითად, მწარმოებელი კომპანიის თქმით მხარდაჭერილი იქნება 6K-მდე ფორმატის (6016 × 3384 პიქსელი) ვიდეოს ჩაწერა 30 კადრი/წამში სიჩქარით. 

image.png 

ახლა, როდესაც უკვე დადასტურებულია, რომ ხსენებულ სენსორს პირველი Xiaomi გამოიყენებს, ისღა დაგვრჩენია შესაბამისი სმარტფონის გამოსვლას დაველოდოთ. როგორც მოსალოდნელია, 108-მეგაპიქსელიანი სენსორის მქონე პირველი სმარტფონ იქნება 2020 წლის Xiaomi Mi Mix 4. საინტერესოა, როგორ მოათავსებს მწარმოებელი კორპუსში ასეთ გაბარიტულ სენსორსა და ოპტიკას, როგორი იქნება კამერების მოდული? Samsung ISOCELL Bright HMX სენსორის მასობრივი წარმოება მიმდინარე თვის ბოლოდან იწყება, ასე რომ, როგორც წესი, ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს რამდენიმე თვეში შესაბამისი სმარტფონის გამოსვლას. 

image.png 

“Xiaomi და Samsung მუშაობდნენ ISOCELL Bright HMX მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში კონცეპტის ადრეული აპებიდან წამოების დაწყებამდე. შედეგად შეიქმნა 108-მეგაპიქსელიანი რევოლუციური სენსორი. მეტად მოხარულნი ვართ, რომ გაფართოებები, რომლებიც ამ დრომდე მხოლოდ სარკულ ფოტოაპარატებში იყო ხელმისაწვდომი, ამიერიდან გამოჩნდება სმარტფონებშიც“ -  აღნიშნა Xiaomi- თანადამფუძნებელმა და პრეზიდენტმა Lin Bin-მა. – „ ვაპირებთ პარტნიორობის გაგრძელებას და საზოგადოებას შევთავაზებთ არა მარტო მობილურ კამერებს, არამედ პლატფორმასაც, რომელზეც ჩვენი მომხმარებლები შეძლებენ უნიკალური კონტენტის შექმნას“. 

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...