Magdalena Posted August 13, 2019 Share Posted August 13, 2019 ღონისძიება Future Image Technology Communication Meeting-ზე Xiaomi-მ 64-მეგაპიქსელიანი სმარტფონის გამოშვების დაანონსების გარდა განაცხადა, რომ მუშაობს 100+ მეგაპიქსელიან მოწყობილობაზე Samsung-თან ერთად. როდის გამოვა ეს სმარტფონი - ჯერჯერობით უცნობია, თუმცა Samsung-ის განცხადებით სენსორი უკვე მზად არის. Samsung ISOCELL Bright HMX - ეს არის 108-მეგაპიქსელიანი სენსორი სმარტფონებისთვის, რომლებიც შეიქმნება Xiaomi-სთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად. ეს პარტნიორობა წარმოადგენს 64-მეგაპიქსელიან სენსორზე ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას. ხსენებული 64-მექაპიქსელიანი სენსორიც Samsung-ის მიერაა შექმნილი და ეწოდება ISOCELL GW1. ასეთი სენსორის მქონე სმარტფონის მფლობელს შეეძლება გადაიღოს ფოტოები 12032 × 9024 გაფართოებით, მიღებული გამოსახულებები ხარისხობრივად კიდევ უფრო ახლოს მივა სისტემურ კამერებთან. მატრიცა შექმნილია Quad Bayer ტექნოლოგიით, რომელსაც Samsung-ის ტერმინოლოგიით Tetracell ეწოდება. ბაიერის სინათლის ფილტრები ფარავს არა მარტო ცალკეულ სენსორს, არამედ ერთად ოთხ პიქსელს. ტექნოლოგია Quad Bayer საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდოს დინამიური დიაპაზონი. დიდი გაფართოება და მატრიცის ზომა არა მარტო კარგი განათების პირობებში ზრდის გამოსახულების დეტალიზაციას, არამედ არასაკმარისი განათების შემთხვევაშიც. ტექნოლოგია Smart ISO სენსორს ხელს უწყობს უკეთ აღიქვას გარემომცველი პირობები. ISOCELL Plus ტექნოლოგიის წყალობით სინათლისადმი მგრძნობელობა და ფერების აღქმის ეფექტურობა იზრდება. გიგანტური გაფართოების მიუხედავად Samsung ISOCELL Bright HMX მეტად სწრაფი სენსორია. მაგალითად, მწარმოებელი კომპანიის თქმით მხარდაჭერილი იქნება 6K-მდე ფორმატის (6016 × 3384 პიქსელი) ვიდეოს ჩაწერა 30 კადრი/წამში სიჩქარით. ახლა, როდესაც უკვე დადასტურებულია, რომ ხსენებულ სენსორს პირველი Xiaomi გამოიყენებს, ისღა დაგვრჩენია შესაბამისი სმარტფონის გამოსვლას დაველოდოთ. როგორც მოსალოდნელია, 108-მეგაპიქსელიანი სენსორის მქონე პირველი სმარტფონ იქნება 2020 წლის Xiaomi Mi Mix 4. საინტერესოა, როგორ მოათავსებს მწარმოებელი კორპუსში ასეთ გაბარიტულ სენსორსა და ოპტიკას, როგორი იქნება კამერების მოდული? Samsung ISOCELL Bright HMX სენსორის მასობრივი წარმოება მიმდინარე თვის ბოლოდან იწყება, ასე რომ, როგორც წესი, ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს რამდენიმე თვეში შესაბამისი სმარტფონის გამოსვლას. “Xiaomi და Samsung მუშაობდნენ ISOCELL Bright HMX მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში კონცეპტის ადრეული ეტაპებიდან წამოების დაწყებამდე. შედეგად შეიქმნა 108-მეგაპიქსელიანი რევოლუციური სენსორი. მეტად მოხარულნი ვართ, რომ გაფართოებები, რომლებიც ამ დრომდე მხოლოდ სარკულ ფოტოაპარატებში იყო ხელმისაწვდომი, ამიერიდან გამოჩნდება სმარტფონებშიც“ - აღნიშნა Xiaomi-ს თანადამფუძნებელმა და პრეზიდენტმა Lin Bin-მა. – „ ვაპირებთ პარტნიორობის გაგრძელებას და საზოგადოებას შევთავაზებთ არა მარტო მობილურ კამერებს, არამედ პლატფორმასაც, რომელზეც ჩვენი მომხმარებლები შეძლებენ უნიკალური კონტენტის შექმნას“. https://3dnews.ru/992272 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.