Magdalena Posted August 13, 2019 Share Posted August 13, 2019 Huawei-ს კუთვნილმა ბრენდმა Honor-მა წარადგინა Vision TV - კომპანიის პირველი სმარტ ტელევიზორები. მათ აქვთ 55-დუიმიანი 4K ეკრანი HDR მხარდაჭერით, დისპლეი იკავებს წინა პანელის 94%-ს მეტად თხელი ჩარჩოების წყალობით. ტელევიზორებს საფუძვლად უდევს ოთხბირთვიანი ცალკრისტალიანი სისტემა Honghu 818 და მუშაობენ უახლეს ამბიციურ პლატფორმაზე - HarmonyOS, რომლის მეშვეობითაც კომპანია აპირებს მომავალში კონკურენცია გაუწიოს ოპერაციულ სისტემა Android-ს. Vision TV-ს აქვს რამდენიმე მოწყობილობასთან მუშაობისა და ტექნოლოგია Magic-link-ის მხარდაჭერა, რომელიც მასალების მარტივად მიმოცვლის საშუალებას იძლევა: მაგალითად, უზრუნველყოფს გამოსახულების გადაცემას სმარტფონიდან ან სმარტფონის ეკრანის ასახვას. საინტერესო მახასიათებლებს შორისაა მოძრავი კამერა Vision TV Pro ვარიაციებში - მას შეუძლია მომხმარებლის სახის ამოცნობა საჭიროების შემთხვევაში, ვიდეოზარების განსახორციელებლად შეუძლია გადაერთოს დიდ და მცირე ეკრანებს შორის. 6 მიკროფონის წყალობით ხმოვანი დამხმარის ეფექტურად მუშაობა შესაძლებელია დაშორების დიდი მანძილიდანაც კი. Vision TV Pro ასევე მოიცავს ინტეგრირებულ აუდიოდინამიკებს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 60 ვატია და წარმოდგენილნი არიან ხმოვანი ეფექტით - Huawei Histen. ტელევიზორებს შეუძლიათ ლოდინის რეჟიმიდან გამოვიდნენ სულ რაღაც ერთ წამში და ჩაიტვირთონ 2 წამში. Vision TV-ს მინიმალისტური დიზაინის მქონე სამომხმარებლო ინტერფეისი აქვს, ტელევიზორები დაკომპლექტებულია Bluetooth-პულტით, თუმცა იმავე დანიშნულებით შესაძლებელია სმარტფონის გამოყენებაც. Honor Vision TV-ის ტექნიკური მახასიათებლები: 55-დუიმიანი 4K HDR დისპლეი (3840 × 2160 პიქსელი), 87%-იანი ფერთა ფლობა, 400 ნიტი სიკაშკაშე, თვალთახედვის კუთხე - 178°; 28-ნანომეტრიანი ჩიპი HONGHU 818 ოთხი ბირთვით (2 × A73 + 2 × A53) და გრაფიკული ამაჩქარებლით - Mali-G51MP4 (600 მჰც); 2 გბ ოპერატიული და 16 გბ ინტეგრირებული მეხსიერება (Vision TV) / 32 გბ Vision TV Pro-ს შემთხვევაში; ოპერაციული სისტემა HarmonyOS 1.0; ინტეგრირებული მოძრავი კამერა 1080p (მხოლოდ Vision TV Pro მოდელებში); Wi-Fi 802.11n (2,4 და 5 გჰც) 2 × 2, Bluetooth 5.0 LE, 3 x HDMI 2.0 (1 x HDMI ARC), 1 x USB 3.0, 1 x AV, 1 x DTMB, 1 x S / PDIF, 1 х Ethernet; ვიდეოფორმატის მხარდაჭერა H.265 4K HDR გაფართოებამდე, 60 კადრი/წამში; ოთხი ათვატიანი დინამიკი (Vision TV მოდელები) და ექვსი ათვატიანი დინამიკი (Pro მოდელებში), Huawei Histen ტექნოლოგიის მხარდაჭერა; Honor Vision TV მოდელების ფასი დაახლოებით 537 დოლარია, Vision TV Pro-სი კი - 679 აშშ დოლარი. ტელევიზორების გაყიდვა ჯერჯერობით მხოლოდ ჩინეთშია დაწყებული. https://3dnews.ru/992235 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.