Jump to content

ინდოეთში წამოაყენეს ინიციატივა - დაწესდეს ჯარიმები და თავისუფლების აღკვეთა კრიპტოვალუტების გამოყენებაზე


Recommended Posts

ინდოეთის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაი მყოფმა ექსპერტთა ჯგუფმა მიიჩნია, რომ ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოები დადებითად არიან განწყობილი სახელმწიფოებრივი კრიპტოვალუტის იმართ და წარადგინეს ინიციატივა - დწესდეს ჯარიმები და ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთ კრიპტოვალუტების გამოყენების გამო. 

გუნდმა, რომელიც შექმნილია ინდოეთის ელექტრონიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტროს, ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების საბჭოს, ინდოეთის სარეზერვი ბანკი მიერ, აღმოაჩინა, რომ არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ უცხოური კრიპტოვალუტების ინვესტირება მრავალრიცხოვანი ინვესტორების მიერ ინდოეთში ხდება. 

image.jpeg 

„ყველა ეს კრიპტოვალუტა არასუვერენული საზოგადოების მიერაა შექმნილი“ -  ნათქვამია მოხსენებაში. 

„ამიტომ კომიტეტი თვლის, რომ კერძო კრიპტოვალუტები არ უნდა იყოს დაშვებული. ეს კრიპტოვალუტები ვერ შეასრულებს ვალუტის დანიშნულებას. კერძო კრიპტოვალუტები არ 

არის თავსებადი ფულის/ვალუტის ძირითად ფუნქიებთან, ამიტომაც ისინი ვერ ჩაანაცვლებს აუცილებელ ვალუტას. კომიტეტს აქვს შემოთავაზება - აიკრძალოს ყველა კერძ კრიპტოვალუტა“. 

მეორე მხრივ, მათი აზრით, RBI-ს მიერ შექმნილი კრიპტოვალუტა შესაძლოა ქვეყანას სასიკეთოდ წაადგეს და მარეგულირებლებმა უნდა განიხილონ შესაძლებლობა - შეიქმნას სუვერენული კრიპტოვალუტა. 

კომიტეტი იძლევა რეკომენდაციას, რომ RBI-მ შეისწავლოს DLT სისტემების გამოყენების სარგებლიანობა უფრო სწრაფი და უსაფრთხო საგადასახადო ინფრასტრუქტურის შემუშავებისთვის, განსაკუთრებით კი ტრანსსასაზღვრო გადახდების მიმართულებით.  კომიტეტს აქვს შემოთავაზება - შეიქმნას იაფი KYC სისტემა, რომელიც შეამცირებს დუბლირების აუცილებლობას ყველასთვის ინდივიდუალურად“. 

კომიტეტმა აღნიშნა გავრცელებული საბუღალტრო წიგნის (distributed ledgers) გამოყენების ფასეულობა და ხაზი გაუსვა, რომ იგი სასარგებლო იქნება თაღლითობის აღოფხვრისა და გაუმართაობის თავიდან არიდებისათვის, თუკი ტექნოლოგიის დანერგვის მასშტაბი დიდი იქნება. 

ექსპერტების კომიტეტის მოსაზრება როგორ აისახება პრაქტიკაში, ჯერჯერობით გაურკვეველია, უმცა მათი რეკომენდაციები შეესაბამება კონსერვატორულ შეხედულებებს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით.  

ნებისმიერ შემთხვევაში, ათი წელი ციხე - ნაკლებსარწმუნო და უსამართლო ჩანს. შესაძლოა, ინდოეთის ხელისუფლება მალე აღმოაჩინოს, რომ კრიპტოვალუტას, ისევე როგორც ინტერნეტს, გააჩნია ზიანის თავიდან არიდების ტენდენცია. 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.