Magdalena Posted July 26, 2019 Share Posted July 26, 2019 ახლა 2019 წლის მეორე კვარტლის დასასრულია და ჩვენი გუნდის მიერ გაწეულმა ძალისხმევამ ნაყოფი გამოიღო. პროექტი მიუახლოვდა ჩვენი Sidechain SDK-ის გამოშვების მომენტს, Horizen აკადემია განვითარებას იწყებს, გუნდი და ქომიუნითი ზრდას განაგრძობს. განსაკუთრებული მოვლენები ჩვენი შრომისმოყვარე, შესანიშნავი გუნდის წყალობით პროექტი წინ უსწრებს რამდენიმე დიდი რელიზს დღესდღეობით. ინჟინერია დეველოპერების გუნდმა დიდ წარმატებას მიაღწია Horizen-ის საიდჩეინების კუთხით მიმდინარე კვარტალში. გუნდის წევრებმა მიაგნეს გზას - აემაღლებინათ ჩვენი საიდჩეინების ეფექტურობისა და წარმატების დონე. მესამე კვარტალში დაგეგმილი ალფა-რელიზი ანტრეპრენერებსა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს შექმნან აპლიკაციები ჩვენი უსაფრთო და საიმედო ინფრასტრუქტურის ბლოკჩეინის ბაზაზე. ბაზარზე ხდება ბლოკჩეინ-ტექნოლოგიისა და Zen-ის დანერგვა, რაც შესანიშნავ პერსპექტივას წარმოადგენს ჩვენი გუნდისათვის. მოდელი ახალ პოტენციალს შესძენს ჩვენს ნოუდების ოპერატორებს. ჩვენმა ფლაგმანურმა აპლიკაცია Sphere-მ ორი განახლება განიცადა, რის შედეგადაც დაემატა ახალი ფუნქციები, როგორებიცაა batch withdrawal და batch split, import of Arizen და Swing wallets. ახალი ფუნქციები ამჟამად იტესტება და ვიმდოვნებთ, რომ ისინი Sphere-ს მომდევნო განახლებაში დაემატება. საქმიანობის განვითარება ჩვენმა ბიზნესის განვითარების გუნდმა კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი ბაზრის ათვისებას და ZEN წარადგინა სამ ახალ ბირჟაზე, რომელთა შორისაა Coinvest. ჩვენ გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობა Horizen Labs-თან: ეს არის დამოუკიდებელი კომპანია, რომელიც დაკავებული ბლოკჩეინ ტექნოლოგიით და კომპანიებსა და ანტრეპრენერებს საშუალებას აძლევს გამოუშვან კონკრეტული პროდუქტებისთვის განკუთვნილი ბლოკჩეინი Horizen-ის საყოველთაოდ ხელმისაწვდომ ინფრასტრუქტურის საფუძველზე. ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი პროექტისთვის, რადგანაც რელიზს ვუახლოვდებით. მარკეტინგი სასიამოვნოა, რომ ჩვენი გუნდი ლიდერებს შორისაა მიჩნეული ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტებში. Rob Viglione, ჩვენი თანადამფუძნებელი, წარდგენილი იყო Nasdaq-ზე, Investing.com-სა და BlockTV-ზე. ჩვენმა გუნდმა ინტერვიუ ჩაწერა აგრეთვე Proof of Love Cast, Beards and Bitcoins-სა და სხვა მრავალთან. იმისათვის, რომ გაზრდილიყო ZEN-ის გამოყენების პრაქტიკულობა რეალურ ცხოვრებაში ვალუტის სახით, ჩვენ გამოვუშვით ახალი კატალოგი merchant directory. იგი ჩვენს მომხმარებლებს უმარტივებს იმ ორგანიზაციების მოძიებას, სადაც ZEN გამოიყენება. ჩვენი ქომიუნითისათვის განახლებების სწრაფად და მარტივად მიღებისთვის შევქმენით Horizen Live Stream მიმოხილვა, რომელშიც მონაწილეობას იღებს ჩვენი რეგიონალური მენეჯერი Angie Villarreal. ვიდეორგოლებში გადმოცემულია ყოველთვიური მოკლე მიმოხილვა და ეს ჩვენს ქომიუნითი წევრებს ეხმარება საქმის კურსში იყვნენ Horizen-თან დაკავშირებით. მარკეტინგის ჯგუფი არ არის ერთადერთი, ვინც ახალი კონტენტი დაამატა ქომიუნითისთვის. Horizen-ის რეგიონალურმა მენეჯერმა, Jonas Rubel-მა უფრო მეტი კონტენტი შესძინა Horizen აკადემიას. Horizen-ს პროგრესის ანგარიში Horizen-ის ეკოსისტემამ განახლებები განიცადა, რის შედეგადაც გაიზარდა ფუნქციონალურობა, უსაფრთხოება და გამოყენების მოსახერხებლობა. განახლებები მოიცავს: ZEN 2.0.17, რომელიც მოიცავს მთავარი პროტოკოლების გაუმჯობესებას; ნოუდების თრექინგის სისტემის განახლება; Sphere by Horizen-ის ორი განახლება; HORIZEN ქომიუნითი ჩვენ ვხედავთ ჩვენი ქომიუნითის მუდმივ ზრდას. ახალი წევრები გვიერთდებიან და გვსურს მადლიერება გამოვხატოთ ჩვენი წევრების მიმართ, ვინც სხვადასხვა სახით არის ჩართული პროექტში და ეხმარება ჩვენი გუნდის ახალ წევრებს. 2019 წლის პირველი კვარტლის მიღწევების შეჯამება: ტექნოლოგია მთავარი პროგრამული უზრუნველყოფა ZEN 2.0.17-ის განახლება; საჯარო რეპოზიტორობაზე გადასვლა; Sphere by Horizen-ის ორი განახლება; ახალი გაცვლითი ბირჟები ZEN წარმოდგენილია ბირჟაზე Coinvest; კიდევ ერთი ახალი ბირჟა Criptofacil; ZEN ირიცხება Blox.io-ს სიაში; ZEN ირიცხება Beaxy-ს სიაში. პარტნიორობა და ინტეგრაცია პარტნიორობა Horizen Labs-თან. გუნდის ახალი წევრები Guiseppe Fusco – Java დეველოპერი; Daniele Di Benedetto – დეველოპერი. მარკეტინგი • საიტის ოპტიმიზაცია-გაუმჯობესება; საპრეზენტაციო ვიდეოები და ანგარიში ZenTrivia ყოველთვიური სიახლეებით; გამოშვებულ იქნა Horizen Merchant Directory - მერჩანტ-კატალოგი; მიმოხილვის ბლოგი Monthly Live Stream; Horizen-ის მარკეტს დაემატა ახალი პროდუქტები და დიზაინი. სხვა მიღწევები Horizen Academy-ს დაემატა ახალი კონტენტი; აღინიშნა Horizen-ის ორი წლის იუბილე; New Horizen საფრანგეთის მითაფი; New Horizen Georgia მითაფი. მედია-გაშუქებები BLOCKTV (11 აპრილი, 2019 წ.) „კვების ბლოკები: კონფიდენციალურობის ფლობა: (Power Blocks: The Preponderance of Privacy); Investing.com (16 აპრილი, 2019 წ.) „რამდენადაც კრიპტოვალუტები აღდგენას განიცდის, XBT პროვაიდერი უშვებს XRP-სა და აწარმოებს Litecoin“ (As Crypto Rebounds, XBT Provider Launches XRP And Litecoin Derivatives 97.85M UVMs) Proof of Lovecast (24 აპრილი, 2019) კრიპტო ცხოვრება Rob და Rosario-სთან ერთად, Horizen) Crypto Beadles (3 მაისი, 2019 წ.) Rob Viglione-ის ინტერვიუ Horizen-ს შესახებ Nasdaq (30 მაისი, 2019 წ.) სამხედრო ოფიცრის დასკვნები: „რა სახით წარმოადგენს კრიპტოვალუტა ვითარების დასტაბილურების გასაღებს ავღანეთში“. Beards and Bitcoins Podcast (31 მაისი, 2019 წ.). კონფიდენციალურობის საკითხები Horizen-სა და Horizen Labs-ში; Trader Cobb Podcast (14 ივნისი, 2019 წ.) Horizen-თან უფსკრულის ამოვსება. Horizen მსოფლიოს მასშტაბით Horizen-ის გუნდი არ ჩერდება. ჩვენ 18 ღონისძიება ჩავატარეთ თორმეტ ქვეყანაში: Horizen & SFL Meetup – კადუნა, ნიგერი. “Blockchain Bootcamp” Politecnico di Milano – მილანი, იტალია. 2nd ZKProof Workshop – ბერკლი, კალიფორნია. IOHK Summit 2019 – მაიამი, ფლორიდა. La CryptoPinte Meetup – სტრასბურგი, საფრანგეთი. Horizen Meetup – ვალენსია, ვენესუელა. Intl. Cyber Security Festival – თბილისი, საქართველო. Meetup at Crypto Café – თბილისი, საქართველო. Consensus 2019 – ნიუ-იორკი, აშშ. Bosch Connected Experience Hackathon – ბერლინი, გერმანია. Horizen Meetup – ნიუ-იორკი, აშშ. Horizen Meetup – სიდნეი, ავსტრალია. Horizen Meetup – ლაგოსი, ნიგერია. Blockchain Dev Conference – Chongqing, ჩინეთი. Horizen Meetup – ბოგოტა, კოლუმბია. Blockchain Hotel Conference – ესსენი, გერმანია. Zcon1 Annual Privacy Conference სპლიტი, ხორვატია. Horizen Meetup -თბილისი, საქართველო. https://blog.horizen.global/on-the-rise-horizen-q2-2019-review/ 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.