Jump to content

Facebook-მა წარადგინა ტაქტილური უკუკავშირის მქონე VR-სამაჯური


Recommended Posts

ვირტუალური და შერეული რეალობის თანამედროვე მოწყობილობები უკვე ახდენენ საკმაოდ ხარისხიანი გრაფიკის დემონსტრირებას. თუმცა მომხმარებლებს მართვის ახალი საშუალება სჭირდებათ, რადგან ტრადიციული მაუსები, კლავიატურა და გეიმპადები სრულად აღქმის ეფექტს არღვევს. როგორც ჩანს, Facebook მიუახლოვდა ვირტუალური და შერეული რეალობის ახალი, განსხვავებული კონტროლერის შექმნის საკიხს. 

image.png 

ტაქტილურ ტექნოლოგიებთან დაკავირებულ მსოფლიო კონფერენციაზე Facebook Reality Labs-ის მკვლევარებმა წარადგინეს სამაჯურ Tasbi-ს პროტოტიპი, რომელიც ვირტუალური სივრცის მართვის საშუალებას იძლევა და თანაც ფლობს ტაქტილური უკუკავშირის რამოდენიმე სახეობას. 

სამაჯური შეიცავს მცირე ზომის მოდულების ნაკრებს, რომლებიც უკავშირდება ბატარეას. ჯამში სამაჯური დიდი ზომის სმარტ-საათს მოგვაგონებს. ამასთან, გაჯეტის თითოეულ კომპონენტს შეუძია გადასცეს ვიბრაციები და დინამიურად არეგულიროს დატვირთვა თითოეულ წერტილზე, სადაც დამაგრებულია.  

image.png 

მწარმოებლების თქმით, საერთო ჯამში სამაჯურ Tasbi-ს შეუძია უზრუნველყოს ვიბრაციები და დაჭიმვის შეგრძნებები, როდესაც მომხმარებელი იმოქმედებს კონტენტთან. თანაც, თანამოქმედება არ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, თუ რა ხდება ვირტუალურ სამყაროში. Tasbi-ს აგრეთვე შეუძლია მართოს ჰოლოგრაფიული ობიექტები და საშუალებას იძლევა „იგრძნოთ“ ისინი - მაგალიად, ხელი ჩამოართვათ ჰოლოგრამას. 

ახალი სამაჯური ჯერჯერობით მხოლოდ პროტოტიპია და საჭიროა მისი საფუძვლიანად დამუშავება საბოლოო სახისთვის, საჭიროა დაემატოს დამატებითი სენსორები არა მარტო ხელთან, არამედ სხეულის სხვა ნაწილებზეც. მწარმოებლები აცხადებენ, რომ შესაძლებელია მას დაემატოს თითების განთავსების განსაზღვრის ფუნქცია, რათა მომხმარებელს ვირტუალური სივრცის უფრო მეტი კონტროლის საშუალება მიენიჭოს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.