Jump to content

კაფსულა Hyperloop-მა სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარა - 463 კმ/სთ


Recommended Posts

ვაკუუმ-მატარებელ Hyperloop-ის კაფსულის პროექტმა, რომელიც შემუშავებულია მიუნჰენის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ, SpaceX Hyperloop Pod კონკურსის მსვლელობისას სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარა - 463 კილომეტრი საათში. ეს მაჩვენებელი 6 კმ/სთ-ით აღემატება წინამორბედი კაფსულის სიჩარეს - ნათქვამია კონკურსის წარმომადგენელთა შეტყობინებაში. 

ვაკუუმური მატარებლების შესახებ 2012 წელს გაჟღერებულმა ილონ მასკის იდეამ უამრავი მწარმოებლის, ანტრეპრენერის ყურადღება მიიპყრო, თუმცა ამ კონცეპტის ეფექტურობისა და რეალურობის საბოლოო დადასტურება ამ დრომდე არ მომხდარა. 

image.jpeg 

ისეთი კომპანიების პარალელურად, როგორებიცაა HTT და Hyperloop One, კაფსულის პროტოტიპებზე მუშაობით სხვადასხვა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებიც არიან დაკავებულნი. ისინი ყოველწლიურად ახდენენ თავიანთი მუშაობის შედეგის წარდგენა კონკურსზე - Hyperloop Pod Competition, რომელსაც ატარებს აეროკოსმოსური კომპანია SpaceX. 

კონკურსის ფავორიტად უკვე მესამე წელი ითვლება გუნდი სახელად TUM - წინა შეჯიბრებებზე მისმა წევრებმა შეძლეს რვა მცირე ზომის ელექტროძრავის (ჯამური სიმძლავრე - 240 კვტ) მქონე კაფსულის აჩქარება 457 კმ/სთ-მდე.  

კონკურსის ახალ ეტაპზე სტუდენტებმა შეძლეს თავიანთი წინა რეკორდის გაუმჯობესება და სიჩქარის მაჩვენებელი 463 კმ/სთ-მდე გაზარდეს. შეჯიბრება ჩატარდა 1.6 კმ სიგრძის გვირაბში. კაფსულამ უსაფრთხოდ გაიარა გვირაბი და გზის დასასრულამდე 30 მეტრ მანძლზე გაჩერდა მშვიდობიანად. 

კონკურს Hyperloop Pod Competition-ის ორგანიზატორების განცხადებით, მომდევნო წელს კონკურსი გაიმართება მოსახვევიან გვირაბში. Hyperloop-ის მომდევნო სამიზნე იქნება 1200 კმ/სთ სიჩქარის დაფიქსირება, ასე რომ ინჟინრებს მოუწევთ კაფსულების კონფიგურაციების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება და სიჩქარის გაზრდა - აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.