Jump to content

აშშ-ში დაიწყეს ცეცხლმფრქვევი დრონების გაყიდვა


Recommended Posts

1901 წელს გერმანელი მეცნიერის რიხარდ ფიდლერის მიერ გამოგონილი ხელსაწყო დღეს ძირითადად სოფლის მეურნეობაში გამოიყენება. მაგალითად, გამოფრქვეული ალის საშუალებით ფერმერები ველებს სარეველა ბალახისგან ასუფთავებენ. აღნიშნული იარაღის გამოყენებით აგრეთვე ებრძვიან კრაზანების დიდ ბუდეებს, ხოლო კომპანიების Tesla და SpaceX-ის მეშვეობით ის ამერიკელთა საყვარელ სათამაშოდ იქცა. მაგრამ როგორ გავხადოთ ცეცხლმფრქვევები უფრო სასარგებლო? მართალია - ისინი უნდა დავამაგროთ დისტანციური მართვის მქონე უპილოტო დრონებზე.  

image.png 

ზუსტად ასე მიიჩნია ამრიკულმა კომპანია Throwflame-მა, რომელმაც შეიმუშავა მსუბუქი და კომპაქტური ცეცხლმფრქვევი, რომელიც მონტადება პრაქტიკულად ყველა საფრენ აპარატზე. კომპლექტი შედგება თვით ცეცხლმფრქვევის და საწვავის ავზისგან, რომელიც მაგრდება საფრენი აპარატის კორპუსზე და საშუალებას იძლევა ცეცხლის ალი გატყორცნილ იქნას 7.5 მეტრის მანძილზე. 

როგორ მუშაობს ცეცხლმფრქვევი 

მუშაობის პრინციპი მარტივია - ცეცხლის ლიერი ნაკადი გამოიტყორცნება ლულიდან და აალდება ელექტროდის მეშვეობით. საწვავის ავზის ტევადობა შეადგენს 3.78 ლ-ს, რაც საკმარისია ცეცხლი უწყვეტ საფრქვევად 1.5 წთ-ის განმავლობაში. დრონებზე დამონტაჟებული კამერების მეშვეობით, მათი მფლობელები შეძლებენ მიზანში ზუსტ სროლას. 

აღნიშნული ცეცხლმფრქვევი დამზადებულია მსუბუქი მასალისგან და იწონის 1.8 კგ-ს. მისი დაყენება შეიძლება თითქმის ყველა სახეობის დრონზე, თუმცა შემქმნელები რეკომენდაციას აძლევენ DJI S1000 მოდელს, რომელსაც გააჩნია 8 ხრახნი და შეუძლია მძიმე ტვირთის აწევა. მისი ფასი 300 დოლარამდეა. გაყიდვაში არის აგრეთვე უფრო იაფიანი მოდელებიც, რებიც რადენიმე ხრახნისგან შედგებიან და შეუძლიათ 2.2 კგ-მდე ტვირთის აწევა. 

რა ღირს ცეცხლმფრქვევი 

ცეცხლმრქვევის ღირებულებაა 1500 დოლარი. ასეთი კომპლექტი შეიძლება მოგეჩვენოთ საკმაოდ ძვირადღირებულად, მაგრამ მფრინავ ცეცხლმფრქვევს შეუძლია საკმაოდ რთული ამოცანების გადაჭრა. მაგალითად, აშშ-ში არსებობს სამმეტრიანი კრაზანის ბუდეები, 10000 ბინადრით, რომლებთან მიახლოებასაც ყველა ვერ ბედავს. მხოლოდ მფრინავ ცეცხლმფრქვევებს შეუძლიათ აღნიშნული პრობლემის გადაჭრა. 

https://hi-news.ru/technology/video-v-ssha-nachali-prodavat-ognemet-dlya-dronov.html 

image.png

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ჩვენთან უნდა აიკრძალოს ამდაგვარი ყველა მოწყობილობა, ისედაც ცეცხლაობას ვერ გადაეჩვივნენ და გადაბუგეს მთელი ქვეყანა, ესა აკლიათ :D 

  • Haha 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.