Jump to content

28 ბირთვიანი Intel Xeon Platinum 8284: Cascade Lake SP სერიის ახალი ფლაგმანი


Recommended Posts

კომპანია Intel-მა Cascade Lake SP სერიის ასორტიმენტს ახალი პროცესორი დაუმატა. ეს არის 28-ბირთვიანი ჩიპი 3.0 გიგაჰერცი სიხშირით, სახელად Intel Xeon Platinum 8284. ახალი პროცესორი წარმადობით აღემატება აპრილში გამოსულ 2.7-გიგაჰერციან მოდელ Xeon Platinum 8280-ს და სერიის ფლაგმანი გახლავთ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მისი TDP 240 ვატამდე გაიზარდა, TCASE  მაჩვენებელი კი შემცირდა 65° C-მდე. 

image.png 

მსგავსი რამ პირველი შემთხვევა არ არის. ჯერ კიდევ Broadwell-ის ბაზაზე არსებული Xeon E5 სერია დროთა განმვლობაში ივსებოდა A ინდექსის მოდელებით, რომლებიც ერთმანეთისგან ტაქსტის სიხშირეებითა და ფასებით განსხვავდებოდნენ. 

8284 მოდელის ფასი 15 460 დოლარია - იგი ერთნახევარჯერ აღემატება 8280-ის ფასს (10 009 დოლარი). ორივე ჩიპის დანარჩენი ტექნიკური მახასიათებლები, ზემოთხსენებული ტაქტის სიხშირისა და TDP/TCASE-ის გარდა, ერთმანეთის იდენტურია. 

ამასთან, მოდელი 8284 არ არის არსებულ ჩიპებს შორის ყველაზე ძვირადღირებული: ფასის მხრივ ლიდერია 17 906-დოლარიანი Platinum 8280L. მას აქვს 4.5-ტერაბაიტიანი მეხსიერებისა და Intel Optane DC Persistent Memory-ს მხარდაჭერა. 

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ეგ არაა ოღონდ ყველაზე ძლიერი მაგ სერიიდან, არის აგრეთვე Platinum 9242 48 ბირთვზე და Platinum 9282 56 ბირთვზე მულტითრიდინგით ორივე და დუალ სოკეტიანი მაზერების საპორტით ორი ეგეთი რომ გაუშვა, რამის საპორტიც საკმაოთ მაღალი აქვს და 3.8GHZ მუშაობს კარგი გაგრილებით TDP 400 W 12 კანალიანი DDR4-2933 საპორტი აქვს და კარგი მანქანის ფასი ღირს ეგეთი სბორკა რომ ააწყო, რეზულტატები აქაა https://www.intel.com/content/www/us/en/benchmarks/server/xeon-scalable/2nd-gen-xeon-world-record.html სერიოზულ სერვერებზეა ეგეთები გაშვებული მსოფლიო მაშტაბით და არაერთი მსოფლიო რეკორდი მოუხსნიათ უკვე რახან მაგდენ თრიდიანი პროცესორები არც ისე ბევრია გამოსული ამ ეტაპზე, 112 თრიდს ეხუმრები და 36TB საპორტს 8 სოკეტიან სისტემაზე, ეგ გიგანტური სუპერკომპიუტერებისთვის და სერვერებისთვის იქნება კარგი ალბათ

აი აქაა მაგ პროცესორებზე დიდი სტატია რუსულათ 

https://servernews.ru/985088

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.