Magdalena Posted July 19, 2019 Share Posted July 19, 2019 კომპანია GeIL-მა (Golden Emperor International) დააანონსა ოპერატიული მეხსიერების მოდულები და კომპლექტები EVO X II, EVO X II AMD Edition და EVO X II ROG-Certified გეიმინგ დესკტოპ კომპიუტერებისთვის. ყველა მათგანი DDR4 სტანდარტს შეესაბამება. მოდულები წარმოდგენილია გაგრილების რადიატორითა და RGB განათებით. რეალიზებულია XMP 2.0 ოვერქლოქერული პროფილის მხარდაჭერა. EVO X II სერიაში შევიდა მოდულები 4, 8 და 16 გიგაბაიტი მოცულობით. კომპლექტების ჯამური მოცულობა 64 გიგაბაიტს შეადგენს. სიხშირე 2400-დან 4133 მეგაჰერცამდეა, ძაბვის დიაპაზონია 1.2-დან 1.4 ვატამდე. მოწყობილობებს აქვთ შემდეგი განათების ტექნოლოგიების მხარდაჭერა: ASUS Aura Sync, GIGABYTE RGB Fusion, ASRock PolyChrome და MSI Mystic Light Sync. EVO X II AMD Edition სერიის მოდულები ოპტიმიზებულია მესამე თაობის AMD Ryzen პროცესორების მქონე მოწყობილობებში გამოყენებაზე. ეს სერია მოიცავს 4, 8 და 16 გიგაბაიტიან მოდულებს, კომპლექტების ჯამური მოცულობა კი 32 გიგაბაიტია. სიხშირე - 2400-დან 4000 მეგაჰერცამდე, ძაბვა - 1.2 – 1.4 ვატი. მხარდაჭერილია ტექნოლოგიები - ASUS Aura Sync, GIGABYTE RGB Fusion, ASRock PolyChrome და MSI Mystic Light Sync. ბოლო, EVO X II ROG-Certified სერიის მოდულები გათვლილია ASUS ROG დედა დაფებთან მუშაობაზე. მოდულების მოცულობა შეადგენს 8 გიგაბაიტს, კომპლექტის მოცულობა კი - 16 ან 32 გიგაბაიტს. სიხშირე - 3000, 3200 და 3600 მეგაჰერცი, ძაბვა - 1.35 ვატი. მხარდაჭერილია სისტემა ASUS Aura Sync. მოწყობილობების ფასი ჯერჯერობით არ სახელდება. ყველა მოდულს აქვს მუდმივი გარანტია. https://3dnews.ru/990935 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.