Jump to content

ASUS ROG Phone II – პირველი სმარტფონი ახალი Snapdragon 855 Plus პროცესორით


Recommended Posts

ახალი ჩიპის დაანონსებისთანავე ცნობილი გახდა, რომ მის საფუძველზე არსებული სმარტფონები მიმდინარე წლის ბოლომდე გამოვიდოდა. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ჩიპის გამოსვლიდან დაახლოებით ერთ კვირაშივე დაანონსდა მსოფლიოში პირველი სმარტფონი Snapdragon 855 Plus-ის ბაზაზე - ASUS ROG Phone II. 

წარმოდგენილ ფოტოებზე სმარტფონი წინა მხრიდან ჩანს და ეგვიძლია ვნახოთ დიდი დისპლეი ჭრილის გარეშე, საკმაოდ ფართე ჩარჩოები ფრონტალური პანელის ზედა და ქვედა ნაწილებში, სტერეოდინამიკები და სელფი კამერა. ტაივანური კომპანია აცხადებს, რომ ხსენებულ გეიმინგ სმარტფონს ექნება დიდი მოცულობის ბატარეა და მეხსიერება. ოფიციალურად ცნობილია, რომ ASUS ROG Phone II-ის კადრის განახლების სიხშირე იქნება 120 ჰერცი, თუმცა ხელმისაწვდომი იქნება კიდევ ორი რეჟიმი - 60 და 90 ჰერციანი. 

image.png 

გეიმინგ სმარტფონის პრემიერა 23 ივლისს შედგება. ASUS არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც აპირებს მოწყობილობის გამოშვებას უახლოესი ფლაგმანური პროცესორის ბაზაზე. მსგავსი გეგმების შესახებ უკვე ისაუბრა კიდევ ორმა კომპანიამ - ესენია ჩინური მწარმოებლები Realme და Redmi.  

Redmi-ს ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ Weibo-ში დაინტერესდა მომხმარებლების აზრით - პირველი ვინ დააანონსებს სმარტფონს ახალი ჩიპით - Xiaomi თუ Redmi. ამით მან მიანიშნა იმაზე, რომ ანალოგიური გეგმები Xiaomi-საც გააჩნია. დიდი ალბათობით, ეს იქნება Mi MIX 4. 

რაც შეეხება Realme-ს, ერთკრისტალიან ახალ ჩიპზე დაფუძნებული სმარტფონი შესაძოა იყოს Realme X Pro - მოწყობილობა, რომელიც ერთი თვის წინ უნდა გამოსულიყო, თუმცა დღემდე არ წარუდგენიათ. ამ სმარტფონის შესახებ ცნობილია, რომ ექნება 6/8 გბ ოპერატიული და 128 გბ ფლეშ-მეხსიერება კონფიგურაციების შესაბამისად. მისი ფასი დაახლოებით 380 დოლარი იქნება. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 8 months later...

ისე ძვირფას ტელეფონებზე არ მაქ მიდრეკილება მაგრამ ამას ვიქონიებდი

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.