Jump to content

Qualcomm Snapdragon 855 Plus: ფლაგმანური პროცესორი თამაშებისა და ვირტუალური რეალობისთვის


Recommended Posts

კომპანია Qualcomm-მა წარადგინა მობილური პროცესორი Snapdragon 855 Plus -  ჩიპ Snapdragon 855-ის გაუმჯობესებული ვერსია, რომელიც გამოიყენება მიმდინარე წლის ბევრ ფლაგმანურ სმარტფონში. 

image.png 

შეგახსენებთ Snapdragon 855-ის კონფიგურაციას: რვა ბირთვი Kryo 485 ტაქტის სიხშირით 1,80 - 2,84 გჰც და გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno 640 სიხშირით - 585 მჰც. აქვს LPDDR4Х ტიპის ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა. წარმოების ნორმა - 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგია. 

ახალი ჩიპი Snapdragon 855 Plus, როგორც ცნობილია, ოპტიმიზებულია გეიმინგ სმარტფონებისა და ვირტუალური რეალობის მოწყობილობებისთვის. წინამორბედისგან იგი გაზრდილი ტაქტის სიხშირით გამოირჩევა. 

ახალი ჩიპის შემთხვევაში გამომთვლელი ბირთვების სიხშირე 2.96 გჰც-ს შეადგენს. ერთნაკადიან ამოცანებშ იგი უზრუნველყოფს წარმადობის ზრდას დაახლოებით 4.2%-ით. 

image.png 

რაც შეეხება გრაფიკულ ქვესისტემას, მისი სიხშირე გაზრდილია 672 მეგაჰერცამდე, სიჩქარე კი - 15%-ით. 

ჩიპის დანარჩენი მახასიათებლები უცვლელია, ესენია LPDDR4Х-2133 ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა და ინტეგრირებული მოდემი Snapdragon X24 LTE (Category 20). 

ახალი მოწყობილობები Snapdragon 855 Plus-ის ბაზაზე უახლოეს კვირებში გამოვა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.