Jump to content

SpaceX რაკეტა Starhopper-ის გამოცდას ჩაატარებს


Recommended Posts

მიმდინარე კვირაში SpaceX განახორციელებს Starhopper-ის მორიგ ტესტირებას - ეს არის პროექტ Starship-ის სატესტო მაკეტი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს კოსმოსში ადამიანების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი საიმედო ხომალდის შექმნა.

Starhopper-მა, რომელიც გასული საუკუნის მწერალი-ფანტასტების წარმოსახვით რაკეტას წააგავს, უკვე წარმატებით გაიარა ორი ტესტი „ნახტომის“ რეჟიმში - მოახდინა შესაძლებლობის დემონსტრირება - აწეულიყო რამდენიმე სანტიმეტრის სიმაღლეზე სასტარტო მოედნიდან.

DSC_2709 (2).jpg

ამჯერად გამოცდა ჩატარდება „ჰაერში დაკიდების“ რეჟიმში. 16 ივლისს დაგეგმილი გამოცდისთვის Starhopper-ში ძრავი Raptor უკვე დამონტაჟებულია. მისი წყალობით საბელებით დაბმული რაკეტა ამჯერად შეძლებს ჰაერში აიწიოს 20 მეტ სიმაღლეზე.

ილონ მასკის თქმით გამოცდისას იზრდება ძრავის გაუკონტროლებელი მოქმედებების რისკი, რისთვისაც სპეციალური ზომები იქნება მიღებული.

მასკმა აგრეთვე განაცხადა, რომ მომდევნო გამოცდების მსვლელობისას, რომლებიც უახლოეს თვეებშია დაგეგმილი, სატესტო რაკეტა Starship Mk1 20 კილომეტრ სიმაღლეს მიაღწევს. მომხმარებლის კითხვის საპასუხოდ SpaceX-ის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ Starship Mk1 სამი ძრავი Raptor-ით არის აღჭურვილი.

SpaceX გეგმავს კომერციული კოსმოსური ფრენები რაკეტა Starship-ის გამოყენებით 2021 წელს დაიწყოს.

https://3dnews.ru/990676

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.