Jump to content

Samsung Galaxy Tab S6 – მსოფლიოში პირველი პლანშეტი ეკრანში ჩაშენებული დაქტილოსკოპიური სკანერით


Recommended Posts

გასული წლის დასაწყისში CES 2018 კონფერენციაზე ჩინურმა კომპანია VIVO-მ პირველმა წარადგინა სმარტფონი ეკრანში ინტეგრირებული თითის ანაბეჭდის სკანერით, ეს იყო სმარტფონი vivo X20 UD. მას შემდეგ წელიწადნახევარი გავიდა, ეკრანის ქვეშ „დამალული“ სენსორიანი სმარტფონის ხილვა კი უკვე ბიუჯეტურ სმარტფონებშიც შესაძლებელია (მაგ. Xiaomi CC9e). პლანშეტებში ამგვარი გადაწყვეტილება ამ დრომდე არ განხორციელებულა. დაახლოებით ერთ თვეში კი დაანონსდება მსოფლიოში პირველი პლანშეტური კომპიუტერი, რომელსაც ექნება Super AMOLED დისპლეი და მასში ინტეგრირებული დაქტილოსკოპიური სკანერი. ეს იქნება კომპანია Samsung-ის სერია Galaxy Tab-ის ფლაგმანური მოდელი. 

 
image.pngimage.png 

Samsung-ისთვის დამახასიათებელია სმარტფონების  სერიებს შორის დასახელებებში თითო რიცხვის გამოტოვება, ახალი პლანშეტის შემთხვევაშიც  კომპანია მსგავს ხრიკს აპირებს: Galaxy Tab S4 მოდელების შთამომავალი იქნება Samsung Galaxy Tab S6. 

წარმოდგენილი რეალური ფოტოები ბევრს არაფერს გვეუბნება პლანშეტის შესახებ. ჩანს, რომ მოწყობილობას ლითონის კორპუსი იქნება და ორი ძირითადი კამერა, ოპერაციულ სისტემად კი წარმოდგენილი იქნება Android 9.0 Pie. 

image.pngimage.png 
 
წინასწარი ცნობებით, Samsung Galaxy Tab S6 დაკომპლექტებული იქნება 7-ნანომეტრიანი Snapdragon 855 მობილური პროცესორით. აღვნიშნავთ, რომ პლანშეტის მეოთხე თაობის მოდელი Snapdragon 835 ჩიპით გამოვიდა მიუხედავად იმისა, რომ პრემიერის დროს უკვე ხელმისაწვდომი იყო ცალკრისტალიანი სისტემა Snapdragon 845. ახალ Samsung Galaxy Tab S6-ს ექნება 10.6-დუიმიანი Super AMOLED პანელი, 6 გბ ოპერატიული და 128/256 გბ ინტეგრირებული მეხსიერება კომპლექტაციების შესაბამისად. 

პლანშეტს ექნება S Pen სტილუსის მხარდაჭერა, აღჭურვილი იქნება Bluetooth ადაპტერით. შემოთავაზებული იქნება ორი ვერსიის მოდელი: მხოლოდ Wi-Fi-თი ან Wi-Fi + LTE-თი. ფერების მხრივ პლანშეტი გამოა სამ ფერში: ნაცრისფერი, ლურჯი და ყავისფერი. მოწყობილობას ექნება საფირმო ქეისი კლავიატურით, თუმცა იგი ცალკე გაიყიდება.  

პლანშეტის ანონსი შედგება 7 აგვისტოს ნიუ-იორკში, სადაც Galaxy Unpacked ღონისძიებაზე ასევე დაანონსდება Galaxy Note 10, Galaxy Note 10 Plus და Galaxy Note 10 5G. პლანშეტის პრეზენტაციის მეორე ეტაპი შედგება გამოფენა IFA 2019-ზე ბერლინში, რომელიც სექტემბერში გაიმართება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.