Jump to content

Apple Full Screen iPhone-ს 2021 წელს გამოუშვებს


Magdalena

Recommended Posts

ანალიტიკოსები, რომლებიც Apple-ის მოწყობილობების შესახებ საკმაოდ ზუსტი პროგნოზებით არიან ცნობილი, საზოგადოებას უზიარებენ ცნობებს 2020 წლის iPhone-ების შესახებ.

მათი მტკიცებით, მომავალ iPhone-ებს წინა თაობებთან შედარებით უფრო პატარა ჭრილები ექნება, რაც შესაძლებელი გახდება კამერა TrueDepth-ის კომპონენტების შემცირების

წყალობით. ამ კამერის ბაზაზეა რეალიზებული მომხმარებლის სახის ამომცნობი სისტემა Face ID.

iphone1.jpg

ანალიტიკოსები ასევე ამბობენ, რომ 2021 წელს უნდა ველოდოთ Full Screen დისპლეის მქონე iPhone-ებს. ასეთ მოწყობილობებში ეკრანი დაიკავებს ფრონტალური პანელის თითქმის მთლიან სივრცეს. ამასთან, შესაძლოა სენსორები და ფრონტალური კამერა დისპლეიში „დაიმალოს“.

კომპანია Apple, რა საკვირველია, გავრცელებულ ინფორმაციაზე არაფერს აცხადებს.

აგრეთვე, როგორც მოსალოდნელია, მიმდინარე კვარტალში Apple წარადგენს სამ ახალ სმარტფონს, ესენია - iPhone XS 2019, iPhone XS Max 2019 და iPhone XR 2019. iPhone XR 2019 მოდელებს, როგორც ამჟამადაა ცნობილი, ექნებათ ორი ძირითადი კამერა და LCD ეკრანი ზომით 6.1 დუიმი დიაგონალზე. iPhone XS 2019-სა და iPhone XS Max 2019 სმარტფონები კი წარმოდგენილი იქნება სამი კამერითა და OLED დისპლეით, რომელთა ზომებია 5.8 და 6.5 დუიმი, შესაბამისად. 

https://3dnews.ru/990584

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.