Jump to content

მსოფლიოს უსწრაფესი ავტომობილი ახალი რეკორდისთვის ემზადება


Recommended Posts

2015 წელს ბრიტანულმა კომპანია Bloodhound SSC-მა შექმნა ავტომობილი, რომელსაც შეუძლია 1287 კმ/სთ. სიჩქარის განვითარება. სამწუხაროდ, სუპერსწრაფი ავტომობილის

პრეზენტაციის შემდეგ კომპანიას ფულადი რესურსი ამოეწურა და ვეღარ შეძლო მისი შესაძლებლობების დემონსტრირება. 2018 წელს კომპანია გაკოტრდა, თუმცა იგი მოულოდნელად იხსნა ბიზნესმენმა იენ უორჰესტმა, რომელმაც მცირე ხნის წინ დაიქირავა მანქანათმშენებლების ახალი გუნდი და დაასახელა ჩქაროსნული გარბენის თარიღი - 2019 წლის ოქტომბერი.

ავტომობილი ჩქაროსნულ მოედანზე გავიდა 2017 წელს, თუმცა შეძლო მხოლოდ 338 კმ/სთ სიჩქარის განვითარება, რაც ბევრს ვერავის გააკვირვებს. ამჯერად, ავტომობილის ახალმა ხელმძღვანელებმა მას გადაარქვეს სახელი და უწოდეს Bloodhound LSR, მათ გეგმაში აქვთ მიაღწიონ 960 კმ/სთ სიჩქარეს. გამოცდა ჩატარდება აფრიკაში, კალაჰარის უდაბნოში - იქ მდებარეობს თავისუფალი, 18-კილომეტრიანი მაგისტრალი.

Bloodhound LSR-ის სიგრძე 12,9 მეტრია, სიგანე - 2.5 მეტრი, სიმაღლე - 3. კონსტრუქციის მთლიანი მასა 6.4 ტონას აღწევს, თუმცა დიდი წონის მიუხედავად ავტომობილს თავისუფლად შეუძლია მაღალი სიჩქარის განვითარება კორპუსის განსაკუთრებული ფორმის წყალობით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მანქანის აღჭურვა სარაკეტო ძრავით.

Capturefsf.PNG

ოქტორმბერში დანიშნულ ტესტირებაზე ავტომობილი სარაკეტო ძრავების გარეშე იქნება წარმოდგენილი - კომპანიას თავდაპირველად სურს გამოსცადოს იგი დაბალ სიჩქარეებზე. თუკი ყველაფერი კარგად ჩაივლის, ავტომობილში 2020 წლისთვის სარაკეტო ძრავები განთავსდება და სწორედ ამ შემთხვევაში შეძლებს იგი 1287 კმ/სთ სიჩქარის განვითარებას.

ტესტირებისათვის კომპანის მოუხდა მაქსიმალურად გამოცდილი მძღოლის ძიება. არჩევანი შეჩერდა ავტომრბოლელ ენდი გრინზე, რომელმაც 1997 წელს რეკორდი დაამყარა ავტომობილით - Thrust SSC.

ცნობილია, რომ მაღალ სიჩქარეზე ავტომობილის საბურავები სწრაფად კარგავს გზაზე მოჭიდების უნარს და პროცესი ემსგავსება მოყინულ, გლუვ ზედაპირზე მოძრაობას.

გარდა იმისა, რომ ზებგერითი ავტომობილის მძღოლს მოუწევს მართვის კონტროლი, მან როგორმე უნდა შეძლოს დამუხრუჭება: ამისათვის მანქანა გაივლის სამ ეტაპს: პირველ რიგში სიჩქარე შემცირდება 965 კმ/სთ-მდე საჰაერო მუხრუჭების მეშვეობით, შემდეგ კი ავტომობილი შენელდება სამუხრუჭე პარაშუტით. ჩვეულებრივი სატრანსპორტო მუხრუჭის გამოყენება კი შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც ავტომობილის სიჩქარე 400 კმ/სთ-ის ქვემოთ ჩამოვა.

როგორც ზემოთ ვთქვით, ავტომობილით ყველაზე მაღალი სიჩქარე მიღწეულ იქნა 1997 წელს ენდი გრინის მიერ. ორი ტურბოვენტილატორიანი ძრავის წყალობით, რომელიც წესი თვითმფრინავებში გამოიყენება, გრინმა შეძლო 1000კმ/სთ სიჩქარის განვითარება 16 წამში. 

https://hi-news.ru/auto/samyj-bystryj-avtomobil-v-mire-gotov-postavit-novyj-rekord.html

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.