Jump to content

„თითქმის ვიბრანიუმი“: მეცნიერებმა აღმოაჩინეს ლითონი მომავლის ელექტრო მოწყობილობების შესაქმნელად


Recommended Posts

ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებებში ხშირად ვხვდებით სხვადასხვა ელემენტისა და  ნივთიერებების აღწერილობებს, რომელთა გამოყენებით კაცობრიობა ახდენს მკვეთრ ნახტომს ტექნოლოგიურ განვითარებაში. რეალურ ცხოვრებაში საქმე გაცილებით რთულადაა, თუმა დროდადრო ასეთი რამ მაინც ხდება. სავსებით შესაძლებელია, რომ ჩვენ ვდგავართ ასეთი აღმოჩენის ზღვარზე: აღმოაჩინეს ლითონი, რომელიც მკვეთრად გააუმჯობესებს ელექტრონული მოწყობილობების მუშაობას. 

image.png 

ახალი მასალა მომავლის ელექტრონიკისთვის 

აღმოჩენის უკან დგანან ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის მეცნიერები, ახალ მასალას კი წარმოადგენს ვოლფრამის დითელურიდი კრისტალურ ფორმაში, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე ფლობს როგორც ლითონის, ისე სეგნეტოელექტრიკის თვისებებს. იმისათვის, რომ გავიგოთ, ეს რა არის, საჭიროა გავერკვეთ, რაში მდგომარეობს მისი უნიკალურობა. 

მაშ ასე, სეგნეტოელექტრიკები, მარტივად რომ ვთქვათ, არის მასალები, რომლებიც ერთდროულად შეიძება იყოს ისეთი ნივთიერებები, რომლებიც არ ატარებენ ელექტრო მუხტს, ასევე ნივთიერებები, რომლებსაც შეუძიათ ელექტრობის გატარება გარკვეულ პირობებში. ამასთან, თუკი ზოგიერთ მასალაში ელექტროგამტარუნარიანობის გაჩენისთვის ელექტრონული ველია საჭირო, მოცმეულ შემთხვევაში მისი საჭიროება არ არსებობს. 

ახალი ნივთიერება შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ნანოელექტრონული კომპიუტერების მეხსიერების შემუშავებაში, მაღალი წარმადობის პროცესორების შექმნაში, RFID-ბარათების, მაღალი სიზუსტის სამედიცინო ტექნიკაში, ინფრაწითელ კამერებსა და სხვადასხვა ტიპის სენსორებში. 

რაში მდგომარეობს ახალი მასალი უპირატესობა 

ამჟამად ელექტრონულ მოწყობილობებში გამოიყენება ნახევრადგამტარი მასალები. მათი პოტენციალი საკმაოდ შეზღუდულია და უფრო მძლავრი მოწყობილობების შექმნისთვის საჭიროა რაღაც ახალი. ზემოთაღწერილი ვოლფრამის დითელურიდის მსგავსი მასალები ამისთვის იდეალურია: ისინი ნახევრადგამტარ მასალებზე ბევრად ეფექტურია და შედეგად შესაძლებელი იქნება რამოდენიმე ასეულჯერ გაიზარდოს ელექტრონული მოწყობილობების წარმადობა. 

მარტივი შედარება: თუკი ამჟამად რთული გამომთვლელი მოწყობილობისთვის სილიკონის პროცესორებით გამოტენილი მთლიანი „კარადებია“ გამოყენებული, ახალ მასალაზე გადასვლის შედეგად მთელი ეს სიმძლავრე შესაძლებელი გახდება მოავსდეს ერთ პატარა დაფაზე წარმადობის დონის დაკარგვის გარეშე. 

image.png

მსოფლიოში ერთ-ერთი უმძლავრესი კომიუტერუ სისტემა ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე - IBM Watson. სავსებით შესაძებელია, რომ მომავალში ასეთი მძლავრი სუპერკომპიუტერი მოთავსდეს ჩვეულებრივ სისტემურ ბლოკში 

ახალი მასალის წყალობით შესაძლებელი იქნება შეიქმნას გაცილებით მაღალი წარმადობის მინიატურული ელექტრო მოწყობილობათა ნაკრებები, უფრო ჭკვიანი რობოტები და ა.შ. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.