Jump to content

Apple-მა გააუმჯობესა MacBook Air და MacBook Pro ლეპტოპები


Magdalena

Recommended Posts

კომპანია Apple-მა ახალი სასწვლო სეზონის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე განაახლა თავისი პორტატუი კომპიუტერები MacBook Air და MacBook Pro, რომლებიც მეტად პოპულარობით სარგებლობენ სტუდენტებს შორის. 

image.png 

MacBook Air-ის 13.3-დუიმიან დისპლეის უკვე აქვს True Tone ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც ავტომატურად არეგულირებს ფერს უფრო კომფორტული მოხმარებისათვის გაფართოება 2560×1600 პიქსელს შეადგენს. 

image.png 

ახალი MacBook Air აღჭურვილია ორბირთვიანი Intel Core i5 პროცესორით, რომლის ტაქტის სიხშირის დიაპაზონია 1.6-3.6 გჰც, აქვს 8 გბ ოპერატიული მეხსიერება (მაქსიმალური - 16 გბ), 128 გიგაბაიტიანი SSD (მაქსიმალური - 1 ტბ), ასევე სენსორი Touch ID და Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 4.2 ადაპტერები.  

განახლებული MacBook Pro 13.3-დუიმიანი True Tone ეკრანით (2560 × 1600 პიქსელი) დაკომპლექტებული ოთხბირთვიანი, მერვე თაობის Intel Core პროცესორით, აქვს Touch Bar პანელი, სენსორი Touch ID და ჩიპი Apple T2 Security Chip. 

image.png 

MacBook Pro-ს არსენალშია 8 ან 16 გბ ოპერატიული მეხსიერება, სწრაფი 128 გიგაბიტიდან 1 ტერაბაიტამდე მოცულობის SSD, ფართო დიაპაზონის მქონე სტერეოსისტემა და Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5.0 მოდულები. 

image.png 

განახლებული ლეპტოპები MacBook Air და MacBook Pro ჩართულია სარეკლამო აქციაში - „კვლავ სკოლისაკენ“, რომელიც უკვე დაიწყო და Apple Store-ში ხელმისაწვდომია 

სტუდენტებისათვის, მშობლებისთვის, სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებისთვის. აქციაში შემავალი ნებისმიერი Mac-ის ან iPad-ის შეძენისას მომხმარებელი უფასოდ მიიღებს აქციის ფარგლებში Beats ყურსასმენებს, აგრეთვე შეძებს ისარგებლოს სპეციალური ფასებით განათლების სფეროში შემავალ გარკვეულ აქსესუარებსა და სერვისებზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.