Magdalena Posted July 8, 2019 Share Posted July 8, 2019 გასულ წელს ახალბედა სტუდია Mobile Pixels-მა აამოქმედა ქრაუდფანდინგი პროექტ Duo-სთვის - ეს იყო ლეპტოპისთვის დამატებითი მოძრავი ეკრანის დაკავშირების იდეა. სტარტაპმა მოაგროვა Kickstarter-ზე 860 ათასი დოლარი და Indiegogo-ზე 1.2 მლნ დოლარი, რამაც საშუალება მისცა დაეწყო კომერციული წარმოება „Duex”. შემდგომში მომხმარებლების სურვილის მიხედვით მწარმოებლებმა დაიწყეს უკვე ორ დამატებით ეკრანზე მუშაობა პროექტის ფარგლებში - Trio. ისევე, როგორც წინა, Duo მოდელის შემთხვევაში, მყარი ჩარჩო მაგრდება ლეპტოპზე არსებული მაგნიტების მეშვეობით, ჩარჩოზე კი ეკრანები განთავსდება. განსხვავება ის არის, რომ ამჯერად კონფიგურაციების ფართო სპექტრია ხელმისაწვდომი: შესაძლებელია დამატებითი დისპლეების მოტრიალება, სხვადასხვა დახრის კუთხით დაფიქსირება, ალბომის ან პორტრეტის მდგომარეობაში დაყენება. საჭიროების არარასებობის შემთხვევაში მოხმარებელს შეუძლია გამორთოს დამატებითი ეკრანი. ვერსია Tio 0.68 კილოგრამს იწონის და გათვლილია 13-14-დუიმიან ლეპტოპებზე, დამატებითი ორი ეკრანი 12.5-დუიმიანია და შესაძლებელია თითოეული მათგანი 1080p გაფართოების მქონე იყოს. Trio Pro ვერსია კი 0.8 კგ-ს იწონის და განკუთვნილია 14-დუიმიანი მონიტორებისთვის, ეკრანების გაფართოება კი Full HD-მდე იზრდება. დამატებითი დისპლეები მთავარს უკავშირდება USB პორტებით, მონაცემთა გადაცემა კი ხორციელდება მესამე პორტით. ერთი სადგამისა და ერთი 12.5 დუიმიანი Trio დისპლეის შეძენა 179 დოლარი ჯდება, ორი მონიტორის მქონე კომპლექტის ფასი კი 349 აშშ დოლარია. უფროსი Trio Pro ვერსიის ფასი კი 199 და 389 დოლარია, შესაბამისად. კომერციული წარმოება 2020 წლისთვისაა ჩანიშნული. https://www.techcult.ru/technology/6966-trio-dobavit-noutbuku-dva-poleznyh-ekrana Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.