Jump to content

Huawei Mate 30 Pro: რენდერები, წინა პანელის ფოტო და ოპერაციული სისტემა HongMeng-ის დებიუტი


Recommended Posts

ჩინური ტექნოლოგიური კომპანიის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა: პრეზიდენტმა ტრამპმა ამერიკულ კომპანიებს ნება დართო იქონიონ სვაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან, თუკი საქმიანობა არ დაემუქრება შეერთებული შტატების უსაფრთხოებას. მიუხედავად იმისა, რომ Huawei-სთვის ეს ვითარება შედარებით იმედისმომცემია, მისთვის ჯერ არ მოუხსნიათ დაკისრებული ყველა სანქცია, ამიტომ კომპანია კვლავ გააგრძელებს საკუთარ ოპერაციულ სისტემაზე მუშაობას. 
image.jpeg 

HongMeng ოპერაციული სისტემის პრეზენტაცია შედგება აგვისტოს დასაწყისში ღონისძიება Developers Conference 2019-ზე, რომელიც გაიმართება 9-11 აგვისტოს 

HongMeng-ზე მომუშავე პირველი სმარტფონები ბაზარზე შემოდგომაზე გამოვა - იმ დროს, როდესაც დაანონსდება ფლაგმანური სერია Huawei Mate 30. განსაკუთრებით დიდი მოლოდინი არსებობს Pro ვერსიის მიმართ. ინტერნეტში გამოჩნდა სმარტფონის წინა პანელის ფოტოები და რენდერები. 

image.jpeg 

როგორც რეალური ფოტოდან ვხედავთ, Huawei Mate 30- ექნება წვრილი ჩარჩოების მქონე დისპლეი, რომელიც გადადის გვერდით საზღვრებზე. ქვედა მხარეს არსებუ ჩარჩო Huawei Mate 20-ისაზე უფრო წვრილი ჩანს. სმარტფონის ზედა ნაწილი კი ფოტოზე გადაშლილია, შედეგად ძნელია ითქვას, სად და რა ფორმით იქნება განთავსებული ფრონტალური კამერა. 

რენდერზე კი შეგვიძლია ვიხილოთ წრიულად განთავსებული რითადი კამერის მოდულების პლატფორმა, რომელიც მოიცავს ოთხ კამერასა და ფლეშ-განათებას. სენსორების პარამეტრები ჯერჯერობით უცნობია. თანდართული წარწერა კი მიუთითებს იმაზე, რომ Huawei Mate 30 Pro- ხუთმაგი ოპტიკური zoom ექნება. 
image.png 

წინასწარი ცნობებით, სმარტფონს ექნება 7-ნანომეტრიანი პროცესორი Kirin 985 ან Kirin 990 (დასახელება არ ზუსტდება). ეს სავარაუდოდ არის Huawei- ბოლო ცალკრისტალიანი სისტემა ARM არქიტექტურის ბაზაზე. მოსალოდნელია, რომ Huawei Mate 30 Pro- ერთ მოდიფიკაციას ექნება ინტეგრირებული 5G მოდემი Balong 5000, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭრა ორ SIM-ბარათზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.