Magdalena Posted July 6, 2019 Share Posted July 6, 2019 ერთდაფიანი კომპიუტერი Raspberry Pi 4 ოთხბირთვიანი Broadcom BCM2711 პროცესორითაა აღჭურვილი, რომელიც დიდი დატვირთვისას საკმაოდ ცხელდება. ჩიპის ეფექტური გაგრილებისთვის ხელმისაწვდომია გადაწყვეტილება - ქულერი ICE Tower. აქვე აღვნიშნავთ, რომ მოცემულ ფოტოებზე წარმოდგენილია ქულერი, რომელიც მიმაგრებულია Raspberry Pi 3-ზე, თუმცა გამაგრილებელი ჩვეულებრივ თავსებადია ახალ Raspberry Pi 4-თანაც. როგორც დასახელებიდან ჩანს, ICE Tower მიეკუთვნება Tower-ტიპის ქულერების კატეგორიას. როგორც ცნობილია, ქულერი Raspberry Pi 4-ის პროცესორს 80-დან 40 გრადუსამდე აგრილებს. ICE Tower-ის კონსტრუქცია მოიცავს რადიატორს 5 მილიმეტრიანი სპილენძის სითბური მილით. ასევე მოცემულია მცირე ზომის ვენტილატორი შვიდი ფრთით. ქულერის გაბარიტებია 58 × 41 × 35 მმ. ძაბვა - 5 ვატი. ICE Tower-ის შეძენა შესაძლებელია 20 აშშ დოლარად. https://servernews.ru/990257 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.