Jump to content

Intel პოზიტიურ მხარეს ხედავს AMD Ryzen პროცესორების ექსპანსიაში


Recommended Posts

Intel-ის სპეციალისტები ცდილობენ იპოვონ მოტივები არც თუ ისე მარტივ ვითარებაში თავიანთი თანამშრომლების გასამხნევებლად. კომპანია სათანადოდ აფასებს საფრთხეს, რომელიც მომდინარეობს AMD Zen 2 არქიტექტურის 7-ნანომეტრიანი პროცესორებისგან - როგორც სერვერულ, ისე გეიმინგ სეგმენტში. Intel-ის შეფასებით, პროცესორების ბაზარზე კონკურენცია შესაძლოა არნახულად გაძიერდეს. უფრო და უფრო მეტი დამოუკიდებელი წყაროც მიუთთებს AMD-ის პოზიციების გეგმიურ გამყარებაზე მას შემდეგ, რაც გამოვიდა პირველი პროდუქტები Zen არქიტექტურის ბაზაზე.  

ცნობილია, რომ Intel-ის იაპონური წარმომადგენლობა ცდილობს რთული სიტუაციაში დადებითი მხარეებიც დაინახოს. Intel-ის წარმომადგენლება პარტნიორებთან განაცხადეს, რომ AMD Ryzen პროცესორების აქტიურმა ექსპანსიამ შესაძლოა მათ კომპანიასაც მოუტანოს სარგებელი, რადგანაც გაიზრდება გეიმინგ-კომპიუტერების მთლიანი ბაზარი, სადაც ადგილი ორივე მოთამაშეს ეყოფა. 

image.jpeg

 

საუბარი შეეხო Intel-ის პროდუქციის პერსპექტივასაც იაპონურ ბაზარზე. 2020 წლის ოლიმპიადა, რომელიც ტოკიოში უნდა ჩატარდეს, Intel-ს დაეხმარება სრულიად მოულოდნელი ფორმით: ადგილობრივ ხელისუფლებას სურს სპორტული ღონისძებების მსვლელობისას შეზღუდოს ტოკიოს მაცხოვრებლების გადაადგილება ქალაქის მასშტაბით და ისინი სახლიდან მუშაობის რეჟიმზე გადაიყვანოს. ამისათვის იაპონიის დედაქალაქის მოქალაქეებს ახალი კომპიუტერები დასჭირდებათ, Intel კი ამ ინიციატივაზე იმედებს ამყარებს, რომ გაიზრდება მოთხოვნა მის პროცესორებზე. 

კომპანია Intel-ს მიმდინარე წელს მოუწევს ებრძოლოს პროცესორების დეფიციტს გლობალური მასშტაბით. წარმომადგენლების თქმით კომპანია შეძლებს მოაგვაროს ეს პრობლემა დროთა განმავლობაში. 

  • Like 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

On 7/4/2019 at 10:59 AM, Magdalena said:

Intel-ის შეფასებით, პროცესორების ბაზარზე კონკურენცია შესაძლოა არნახულად გაძიერდეს

ეს ფრაზა მე რომ მეთქვა, ჯორჯი ბანს დამადებდა ალბათ :lol2:

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.