Jump to content

ASRock Rack EPYC3251D4I-2T: კომპაქტური დედა დაფა SoC AMD EPYC-ით


Recommended Posts

კომპანია ASRock Rack-მა წარადგინა ახალი დედა დაფა EPYC3251D4I-2T, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა დანიშნულების მქონე კომპაქტური სისტემების შექმნისათვის. 

image.jpeg 

დედა დაფა მიეკუთვნება Mini-ITX ფორმ-ფაქტორის დაფების რიცხვს: მისი გაბარიტებია 170 × 170 მმ. დაფას აქვს ცალკრისტალიანი პლატფორმა AMD EPYC 3101, რომელიც შეიცავს ოთხ Zen ბირთვსა და ოთხ ნაკადს. პროცესორის საბაზისო ტაქტის სიხშირე შეადგენს 2.1 გჰც-, Turbo რეჟიმში კი აღწევს 2.9 გჰც-. 

image.jpeg 

პროცესორთან ერთად ერთ კრისტალზე განთავსებულია ყველა საჭირო კონტროლერი, ასე რომ EPYC3251D4I-2T დაფაზე ცალკეულ ჩიპსეტი არ არის მოცემული. პროცესორის გაგრილებას უზრუნველყოფს ალუმინის საკმაოდ მოზრდილი რადიატორი. აქვე განთავსებულია ოთხი სლოტი DDR4-2666 მეხსიერების მოდულებისთვის (256 გბ-მდე). 

 

ხელმისაწვდომია სრულზომიანი სლოტი PCI Express 3.0 x16 და ერთი სლოტი 110 მილიმეტრამდე ზომის M.2 მოდულისთვის, რომელსაც აქვს PCI Express 3.0 x4-სა და SATA III ინტერფეისების მხარდაჭერა. ქსელური კონტროლერი Intel X550-AT2 დედა დაფას უზრუნველყოფს ორი 10-გბ ქსელური პორტით. კონტროლერი ASPEED AST2500 უზრუნველყოფს დისტანციურ მართვას, აგრეთვე პასუხისმგებელია გამოსახულების გაშვებაზე. 

image.jpeg 

ASRock Rack EPYC3251D4I-2T დედა დაფის უკანა პანელზე სამ ქსელის პორტთან ერთად განთავსებულია D-Sub კონექტორი და ორი USB 3.0 პორტი. მწარმოებლის განცხადებით, დაფას აქვს შემდეგი x64 ოპერაციული სისტემების მხარდაჭერა: Windows Server 2016, Red Hat Enterprise Linux Server 7.4 / 7.6, CentOS 7.4/7.6 და Ubuntu 18.04.2. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.