Jump to content

SpaceX-მა უკვე სამი Starlink-თანამგზავრი დაკარგა


Recommended Posts

ამერიკული კოსმოსური კომპანია SpaceX-ის ერთ-ერთი მიზაია დედამიწა უზრუნველყოს იაფი და მაღალხარისხიანი თანამგზავრული ინტერნეტით. ამისათვის კომპანია, როგორც უკვე ვიცით, აპირებს 12 ათასი Starlink-თანამგზავრის გაშვებას. ერთი თვის წინ SpaceX-მა დედამიწის ახლო ორბიტაზე პირველი 60 აპარატი გაუშვა. ბოლო ინფორმაციის თანახმად კავშირი შენარჩუნებულია 57 მათგანთან: Starlink-ის სამი თანამგზავრი მწყობრიდან გამოვიდა. 

image.jpeg 

გაშვებული 60 აპარატიდან 45-მა დაგეგმილ ზონას მიაღწია (დედამიწის ზედიპირიდან 550 კილომეტრ სიმაღლე) საკუთარი ძრავების მეშვეობით. კიდევ ხუთი თანამგზავრი ამ დროისათვის საჭირო ორბიტაზე გასვლის პროცესშია, მორიგი ხუთი კი ბორტის სისტემის შემოწმებას გადის. SpaceX-მა ორი თანამგზავრი გამიზნულად დაწვა პლანეტის ატმოსფეროში: ამგვარად კომპანიამ შეამოწმა აპარატების განზრახ დაზიანების შესაძლებლობა დედამიწის ატმოსფეროს მჭიდრო ფენებში. 

ახალი კოსმოსური ნაგავი 

image.jpeg

 

რაც შეეხება დაკარგულ სამ თანამგზავრს - SpaceX მიზეზებზე არ საუბრობს. თუმცა ეს ფაქტი შეშფოებას იწვევს მეცნიერებსა და სამხედრო პირებს შორის, რადგანაც იზრდება კოსმოსის დანაგვიანების რისკი. აპარატებთან კავშირის დაკარგვა იმას ნშნავს, რომ კომპანია ვერ შეძლებს მათ მართვას, რათა შემოიყვანოს ისინი დედამიწის ატმოსფეროში, სადაც დაიწვებიან. SpaceX-კი ამტკიცებს, რომ მისი თანამგზავრები იმგვარად არის დაპროექტებული, რომ ისინი დამოუკიდებლად დაევებიან და დაიწვებიან ატმოსფეროშ, თუმცა ამას დრო დასჭირდება.

image.jpeg 

Spacex-ის მორიგი გეგმაა შეამოწმოს უკვე გაშვებული აპარატების ქმედითუნარიანობა, კერძოდ, კომპანიას სურს ნახოს, დიდია თუ არა შეფერხება ინფორმაციის გადაცემისას. 

ილონ მასკის თქმით, კომპანია გააგრძელებს თითო გაშვებაზე კოსმოსში 60 თანამგზავრის გაყვანა. წელიწადში 1000-2000 აპარატის გაშვებაა დაგეგმილი. გამოთვლების მიხედვით სრული შემადგენლობის გაშვებას 24 კოსმოსური ფრენა დასჭირდება. 

ასტრონომები Starlink-ის წინააღმდეგ 

SpaceX-ს პროექტის ამოქმედებამ ნამდვილი ომი გამოიწვია პროექტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. ამ უკანასკნელთა რიცხვში არიან მეცნიერები და ენთუზიასტები, რომლებიც კოსმოსის კვლევით არიან დაკავებული. ისინი შიშობენ, რომ Starlink-ის თანაგზავრები რეალურ პრობლემას შეუქმნიან დედამიწაზე არსებულ ოპტიკურ და რადიოასტრონომიულ დაკვირვებებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.