Magdalena Posted June 30, 2019 Share Posted June 30, 2019 ლეპტოპი Dell XPS 15 უკვე ხელმისაწვდომია. განახლებულ მოდელში ერთ-ერთ თვალშისაცემ სიახლეს წარმოადგენს ვებ-კამერის განთავსების ადგილი - ეკრანის ზედა ნაწილში. XPS 15 ლეპტოპის მოდიფიკაციების ფასები 1099 დოლარიდან იწყება, ოთხივე კონფიგურაცია შეიცავს Intel-ის მე-9 თაობის პროცესორებს, სწრაფ M.2 SSD NVMe-სა და 97 ვტ/სთ ბატარეას. მეტად გამოცდილი და სიმძლავრის მოყვარული მომხმარებლებისთვის განსაკუთრებით კარგი არჩევანი იქნება 1549-დოლარიანი მოდელი: მას განსაკუთრებით მძლავრი პროცესორი აქვს - Intel Core i7 9750H, აგრეთვე ვიდეო ბარათი Nvidia GTX 1650. ლეპტოპის მახასიათებლები შეესაბამება საწყისი დონის გეიმინგ-ლეპტოპის მახასიათებლებს. მოდიფიკაციებიდან ყველაზე მაღალი წარმადობის მოდელს აქვს 4K OLED დისპლეი (3840 x 2160). ეს ლეპტოპი კარგი არჩევანი იქნება მათთვის, ვისაც განსაკუთრებით უყვარს ფილმების ყურება: ლეპტოპი აღბეჭდავს 100%-იან ფერთა გამას - DCI-P3. ამ მოდიფიკაციის ფასი 1949 დოლარი იქნება. Dell XPS 15 9560 — Dell XPS 13-ის გაფართოებული ვერსიაა უფრო დიდი დისპლეითა და მეტი წარმადობით. დიზაინი: ლეპტოპის კორპუსი დაფარულია მატირებული ალუმინით, რომელზეც გამოსახულია Dell-ის ლოგოტიპი. ხელის დასადები ადგილი დამზადებულია ნახშიბადის ბოჭკოვანასგან, კლავიშები განთავსებულია ხელისთვის მოსახერხებლად. ლეპტოპში გამოყენებულია ნამდვილი ნახშირბადის ბოჭკოები და არა უბრალოდ ტექსტურირებული სტიკერი პლასტმასზე, როგორც ზოგიერთი ლეპტოპის შემთხვევაში. პორტები: Dell XPS 15 9560-ზე ხელმისაწვდომია: USB 3.0, USB Type-C, SD ბარათის სლოტი, 3.5 მილიმეტრიანი აუდიო კონექტორი, HDMI პორტი, Thunderbolt 3.1/USB Type-C. ეკრანი: 15-დუიმიან ეკრანზე თავისუფლადაა შესაძლებელი განთავსდეს ორი სრულზომიანი ფანჯარა გევრდიგვერდ, თანაც გვერდების სიმეტრიის დარღვევის გარეშე. ლეპტოპი მხოლოდ 1.8 კილოგრამს იწონის, მისი ჩანთით ტარება არ იწვევს დისკომფორტს. დადებითი მხარეები: შესანიშნავი დისპლეი, მაღალი წარმადობა, ხარისხიანი დიზაინი, პორტატულობა. უარყოფითი: სუსტი დინამიკები. https://www.theverge.com/2019/6/27/18761401/dell-xps-15-laptop-4k-oled-screen-camera-available-now © TehnObzor Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.