Jump to content

Lenovo-მ და Nubia-მ დააანონსეს 5G-გაჯეტები, მათ შორის მსოფლიოში პირველი ლეპტოპი 5G მხარდაჭერით


Recommended Posts

ჩინურმა კომპანიებმა გადაწყვიტეს მოეწყოთ Mobile World Congress-ის მსგავსი მობილური ინდუსტრიის თავიანთი გამოფენა. კონგრესის მსგავსად, რომელიც თებერვალში ბარსელონაში ჩატარდა, შანხაიში მოწყობილ გამოფენაზე ძირითადი თემა იყო მეხუთე თაობის ქსელი. Nubia-მ და Lenovo-მ წარადგინეს თავიანთი პირველი სმარტფონები 5G მხარდაჭერით, lenovo-მ ასევე დააანონსა ლეპტოპიც მეხუთე თაობის ქსელით. 
image.jpeg 

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ჩინური კომპანიების მიერ წარმოდგენილი სმარტფონები სიახლეს არ წარმოადგენს - ესენია უკვე არსებული მოდელები (გარდა Lenovo-ს ლეპტოპისა), რომელთაც დაემატათ მხოლოდ 5G მხარდაჭერა. 

დავიწყოთ Nubia-თი. მისმა შვილობილმა კომპანია ZTE-მ დააანონსა ფლაგმანი Nubia X 5G. ამ სმარტფონის სტანდარტული ვარიანტი გასული წლის ოქტომბერში გამოვიდა.  

Nubia X ბაზარზე არსებულ იმ მცირერიცხოვან სმარტფონთაგან ერთ-ერთია, რომელთაც ორი სრულფასოვანი ეკრანი აქვთ. სმარტფონის წინა მხარეს მოცემულია IPS მატრიცა FHD+ გაფართოებითა და 6.25-დუიმიანი დიაგონალით. უკანა მხარეს განთავსებულია 5.1-დუიმიანი OLED დისპლეი HD+ გაფართოებით. წინა და უკანა პანელები წარმოდგენილია დამცავი მინით - Gorilla Glass 3. 

Nubia X 5G-ს კი აქვს ინტეგრირებული მოდემი მეხუთე თაობის ქსელის მხარდასაჭერად. ჯერჯერობით არ ზუსტდება, შესაძლებელი გახდა თუ ვერა მასში Snapdragon 845 პროცესორის ინტეგრირება, რომლის ბაზაზეც მუშაობს სტანდარტული ვერსია - თუ მწარმოებლებმა დააყენეს ცალკრისტალიანი სისტემა Snapdragon 855. აღვნიშნავთ, რომ ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ ეს მეორე ვარიანტი აირჩია, როდესაც გამოუშვა მოდელი   

Mi MIX 3 5G. 
 
image.jpeg 

სმარტფონის ბატარეის მოცულობა არ შეცვლილ - სტანდარტული მოდელის მსგავსად 5G ვარიანტის ბატარეაც 3800 მა.სთ მოცულობისაა. მოწყობილობას აქვს 18-ვატიანი სწრაფი დატენვის სისტემა. კამერა აგებულია ორი, 16+24 მეგაპიქსელიანი მოდულის ბაზაზე. ორივე მოდულს აქვს ფაზიანი ავტოფოკუსირების სისტემა, თუმცა არ გააჩნიათ გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზატორი. ვიდეოს გადაღება შესაძლებელია მაქსიმალური გაფართოებით 4K ფორმატში, 30 კადრი/წამში. 

სმარტფონის სტანდარტულ ვერსიას აქვს 6/8 გიგაბაიტი ოპერატიული და 64/512 გიგაბაიტი ინტეგრირებული მეხსიერება. რა კონფიგურაციებში იქნება წარმოდგენილი Nubia X 5G - ჯერ არ დაზუსტებულა. უცნობია ასევე სმარტფონის ფასიც და ბაზარზე გამოსვლის დროც. 

კომპანია lenovo-მ კი ერთად წარადგინა მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერის მქონე ორი მოწყობილობა. ლეპტოპის შესახებ ინფორმაცია ჯერ პრაქტიკულად არ არის, ცნობილი მხოლოდ ის გახლავთ, რომ აქვს 5G მხარდაჭრა და მუშაობს Qualcomm Snapdragon 8cx-ზე,  

რომლის ტაქტის სიხშირე 2.75 გიგაჰერცს შეადგენს. უახლოეს პერიოდში ეს ლეპტოპი არ გამოვა ბაზარზე. იგი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის წარადგინეს, რომ მომხმარებლებისთვის ეჩვენებინათ - 5G ქსელი ლეპტოპებამდეც მიაღწევს. 
image.jpeg 

Lenovo-ს მეორე სიახლეს ეწოდება Lenovo Z6 Pro 5G Explorer Edition. ამ სმარტფონის სტანდარტული ვერსიის დემონსტრაცია მიმდინარე წლის აპრილში შედგა. საბაზისო მოდიფიკაცია 430 დოლარი ღირს, აქვს 6 გბ ოპერატიული და 128 გბ ჩაშენებული მეხსიერება - ეს სმარტფონი ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ მოწყობილობად ითვლება მათ შორის, რომლებიც მუშაობენ მობილურ ჩიპ Snapdragon 855-ზე. 

Lenovo Z6 Pro 5G Explorer Edition-ს სტანდარტული ვერსიისგან ორი განმასხვავებელი მახასიათებელი აქვს. პირველი: კონფიგურაციაში შევიდა მოდემი Snapdragon X50, რომელიც უზრუნველყოფს 5G მხარდაჭერას. მეორე: უკანა პანელი გამვირვალე აქვს, ისევე როგორც Xiaomi Mi 8 Explorer Edition-სა და HTC-ის რამდენიმე მოწყობილობას.image.jpeg 

დანარჩენ მახასიათებლებში Lenovo Z6 Pro Explorer Edition სტანდარტული მოდელისგან არაფრით განსხვავდება. ახალ ფლაგმანსაც  მაქსიმალურ კომპლექტაციაში აქვს ოთხმოდულიანი კამერა, 12 გბ ოპერატიული და 512 გბ ინტეგრირებული მეხსიერება და 4000 მა/სთ მოცულობის ბატარეა. Nubia X 5G-ის მსგავსად Lenovo Z6 Pro 5G სმარტფონის ფასი და ბაზარზე გამოსვლის ვადა ჯერ არ ხმაურდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.