Magdalena Posted June 28, 2019 Share Posted June 28, 2019 ჩინურმა კომპანიებმა გადაწყვიტეს მოეწყოთ Mobile World Congress-ის მსგავსი მობილური ინდუსტრიის თავიანთი გამოფენა. კონგრესის მსგავსად, რომელიც თებერვალში ბარსელონაში ჩატარდა, შანხაიში მოწყობილ გამოფენაზე ძირითადი თემა იყო მეხუთე თაობის ქსელი. Nubia-მ და Lenovo-მ წარადგინეს თავიანთი პირველი სმარტფონები 5G მხარდაჭერით, lenovo-მ ასევე დააანონსა ლეპტოპიც მეხუთე თაობის ქსელით. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ჩინური კომპანიების მიერ წარმოდგენილი სმარტფონები სიახლეს არ წარმოადგენს - ესენია უკვე არსებული მოდელები (გარდა Lenovo-ს ლეპტოპისა), რომელთაც დაემატათ მხოლოდ 5G მხარდაჭერა. დავიწყოთ Nubia-თი. მისმა შვილობილმა კომპანია ZTE-მ დააანონსა ფლაგმანი Nubia X 5G. ამ სმარტფონის სტანდარტული ვარიანტი გასული წლის ოქტომბერში გამოვიდა. Nubia X ბაზარზე არსებულ იმ მცირერიცხოვან სმარტფონთაგან ერთ-ერთია, რომელთაც ორი სრულფასოვანი ეკრანი აქვთ. სმარტფონის წინა მხარეს მოცემულია IPS მატრიცა FHD+ გაფართოებითა და 6.25-დუიმიანი დიაგონალით. უკანა მხარეს განთავსებულია 5.1-დუიმიანი OLED დისპლეი HD+ გაფართოებით. წინა და უკანა პანელები წარმოდგენილია დამცავი მინით - Gorilla Glass 3. Nubia X 5G-ს კი აქვს ინტეგრირებული მოდემი მეხუთე თაობის ქსელის მხარდასაჭერად. ჯერჯერობით არ ზუსტდება, შესაძლებელი გახდა თუ ვერა მასში Snapdragon 845 პროცესორის ინტეგრირება, რომლის ბაზაზეც მუშაობს სტანდარტული ვერსია - თუ მწარმოებლებმა დააყენეს ცალკრისტალიანი სისტემა Snapdragon 855. აღვნიშნავთ, რომ ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ ეს მეორე ვარიანტი აირჩია, როდესაც გამოუშვა მოდელი Mi MIX 3 5G. სმარტფონის ბატარეის მოცულობა არ შეცვლილა - სტანდარტული მოდელის მსგავსად 5G ვარიანტის ბატარეაც 3800 მა.სთ მოცულობისაა. მოწყობილობას აქვს 18-ვატიანი სწრაფი დატენვის სისტემა. კამერა აგებულია ორი, 16+24 მეგაპიქსელიანი მოდულის ბაზაზე. ორივე მოდულს აქვს ფაზიანი ავტოფოკუსირების სისტემა, თუმცა არ გააჩნიათ გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზატორი. ვიდეოს გადაღება შესაძლებელია მაქსიმალური გაფართოებით 4K ფორმატში, 30 კადრი/წამში. სმარტფონის სტანდარტულ ვერსიას აქვს 6/8 გიგაბაიტი ოპერატიული და 64/512 გიგაბაიტი ინტეგრირებული მეხსიერება. რა კონფიგურაციებში იქნება წარმოდგენილი Nubia X 5G - ჯერ არ დაზუსტებულა. უცნობია ასევე სმარტფონის ფასიც და ბაზარზე გამოსვლის დროც. კომპანია lenovo-მ კი ერთად წარადგინა მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერის მქონე ორი მოწყობილობა. ლეპტოპის შესახებ ინფორმაცია ჯერ პრაქტიკულად არ არის, ცნობილი მხოლოდ ის გახლავთ, რომ აქვს 5G მხარდაჭერა და მუშაობს Qualcomm Snapdragon 8cx-ზე, რომლის ტაქტის სიხშირე 2.75 გიგაჰერცს შეადგენს. უახლოეს პერიოდში ეს ლეპტოპი არ გამოვა ბაზარზე. იგი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის წარადგინეს, რომ მომხმარებლებისთვის ეჩვენებინათ - 5G ქსელი ლეპტოპებამდეც მიაღწევს. Lenovo-ს მეორე სიახლეს ეწოდება Lenovo Z6 Pro 5G Explorer Edition. ამ სმარტფონის სტანდარტული ვერსიის დემონსტრაცია მიმდინარე წლის აპრილში შედგა. საბაზისო მოდიფიკაცია 430 დოლარი ღირს, აქვს 6 გბ ოპერატიული და 128 გბ ჩაშენებული მეხსიერება - ეს სმარტფონი ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ მოწყობილობად ითვლება მათ შორის, რომლებიც მუშაობენ მობილურ ჩიპ Snapdragon 855-ზე. Lenovo Z6 Pro 5G Explorer Edition-ს სტანდარტული ვერსიისგან ორი განმასხვავებელი მახასიათებელი აქვს. პირველი: კონფიგურაციაში შევიდა მოდემი Snapdragon X50, რომელიც უზრუნველყოფს 5G მხარდაჭერას. მეორე: უკანა პანელი გამჭვირვალე აქვს, ისევე როგორც Xiaomi Mi 8 Explorer Edition-სა და HTC-ის რამდენიმე მოწყობილობას. დანარჩენ მახასიათებლებში Lenovo Z6 Pro Explorer Edition სტანდარტული მოდელისგან არაფრით განსხვავდება. ახალ ფლაგმანსაც მაქსიმალურ კომპლექტაციაში აქვს ოთხმოდულიანი კამერა, 12 გბ ოპერატიული და 512 გბ ინტეგრირებული მეხსიერება და 4000 მა/სთ მოცულობის ბატარეა. Nubia X 5G-ის მსგავსად Lenovo Z6 Pro 5G სმარტფონის ფასი და ბაზარზე გამოსვლის ვადა ჯერ არ ხმაურდება. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/27964/lenovo-i-nubia-anonsirovali-5ggadzhety-vkljuchaja-pervyj-v-mire-noutbuk-s-podderzhkoj-5g Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.