Jump to content

GIGABYTE X570 Aorus Master: დედა დაფა AMD Ryzen პროცესორებისთვის


Recommended Posts

კომპანია GIGABYTE-მა გამოუშვა დედა დაფა X570 Aorus Master, რომელიც განკუთვნილია გეიმინგ-კლასის დესკტოპ-კომპიუტერებში გამოყენებისთვის. 

image.jpeg 

დედა დაფის საფუძველს წარმოადგენს AMD X570 ლოგიკის ნაკრები. დაშვებულია მესამე თაობის AMD Ryzen პროცესორების გამოყენება Socket AM4-ის შესრულებით. 

DDR4-4400 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოდულებისთვის მოცემულია ოთხი კონექტორი: სისტემაში ჯამში შესაძლებელია 128 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების დაყენება. გათვალისწინებულია ექვსი პორტი SATA 3.0 და სამი М.2 კონექტორი NVMe PCIe 4.0/3.0 x4 მოდულებისთვის. 

image.jpeg 

დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებლებისთვის განკუთვნილია სამი სლოტი PCIe 4.0/3.0 x16. დაფა ასევე მოიცავს ქსელურ კონტროლერ Realtek 2.5GbE LAN-ს და მრავალარხიან აუდიოკოდეკს Realtek ALC1220-VB. 

დედა დაფას აქვს 802.11a/b/g/n/ac/ax სტანდარტების მხარდაჭერის მქონე Wi-Fi უსადენო კავშირის ადაპტერი, რომელიც მუშაობს 2,4-5 გჰც დიაპაზონში. ასევე აქვს კონტროლერი Bluetooth 5.0. 

image.jpeg 

ინტერფეისების პანელზე არსებული კონექტორებიდან აღსანიშნავია USB Type-C, USB 3.2 Gen 2 და S/PDIF. დედა დაფა შეესაბამება ATX ფორმ-ფაქტორს: მისი გაბარიტები 305,0 × 244,0 მმ-ს შეადგენს. 

  • Like 1
  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.