Jump to content

Apple-მა შეიძინა სტარტაპი Drive.ai ავტოპილოტირებულ ავტომობილებზე სამუშაოდ


Magdalena

Recommended Posts

Apple-მა ოფიციალურად დაადასტურა Drive.ai-ს შეძენა და კიდევ ერთხელ გამოაცხადა თავი კომპანიად, რომელიც მიზნად ისახავს გამოუშვას ავტოპილოტით მართვადი ავტომობილები. 

image.jpeg 

გარიგების თანხას კომპანია ტრადიციულად არ ახმაურებს. გარე შეფასებებით Drive.ai-ს საბაზრო ღირებულება 200 მილიონ დოლარს შეადგენს. ბოლო ჯერზე სტარტაპმა საჭირო კომპონენტების სერიის შექმნისთვის ინვესტორებისგან 77 მილიონი მიიღ. იმ ერიოდში ახალგაზრდა კომპანია ფინანსურ სირთულეებს განიცდიდა. ცნობილია, რომ სტარტაპმა სამსახურიდან 90 თანამშრომელი გაათავისუფლა ფინანსური კრიზისის გამო და სავარაუდოდ Apple-მა Drive.ai-ზე მუშაობის უფლება მისი ვალების საფასურად მიიღო.  

საინტერესოა ის, რომ Drive.ai წლების განმავლობაში მუშაობდა ტეხასის შტატის ქალაქ ალინგტონის ხელისუფლებასთან ერთად ავტონომიური ავტომობილებით მგზავრების გადაყვანის პროექტზე. ეს იმას ნიშნავს, რომ სტარტაპს მნიშვნელოვანი საკითხები უკვე შემუშავებული აქვს და აგრეთვე ჰყავს გამოცდილი ინჟინრების გუნდი. Drive-ai-ს აქტივებთან ერთად Apple-ს სტარტაპის კუთვნილი ათეულობით ინჟინერი გადაეცა, ასე რომ კუპერტინოული კომპანია ნულიდან არ დაიწყებს ამ სფეროში მუშაობას. 

თავად Apple-იც უკვე დაკავებულია ავტოპილოტირებადი მანქანების შემუშავებით. მაგალითად, გასული წლის ბოლოს კომპანიამ კალიფორნიის გზებზე გამოიყვანა თვითმართვადი ყველგანმავალი Lexus, რომლის საჭესთან მაინც იჯდა მძღოლი ავტოპილოტის გასაკონტროლებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ იანვარში Apple-მა ავტოპილოტირებული მანქანების პროექტ „Titan”-ზე მომუშავე ორასი პირი გაათავისუფლა: როგორც ჩანს, Apple-ის ხელმძღვანელობა ვერ დაკმაყოფილდა მუშაობის პროცესით. ამიტომ ამჯერად კომპანიამ გადაწყვიტა დაკავდეს პროექტთ, რომელთანაც კავშირში იქნება Drive.ai-ს გუნდი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.