Magdalena Posted June 26, 2019 Share Posted June 26, 2019 ევრაზიის ეკონომიკური კომისიის ბაზაში გამოჩნდა 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დამზადებული რამდენიმე Epyc Rome პროცესორი. ცნობილი გახდა ახალი პროდუქტების მახასიათებლების ნაწილი და მათი საორიენტაციო ფასებიც. როგორც ცნობილია, არქიტექტურა Zen 2-ის ბაზაზე შესრულებული ახალი პროდუქტები გაყიდვაში მომდევნო კვარტალში გამოვა. კალიფორნიული გიგანტი აპირებს ბაზარზე გამოიტანოს რამდენიმე პროცესორი 8-დან 64 ბირთვამდე შემადგენლობით. აღვნიშნავთ, რომ შვიდიდან ხუთი მოდელი შემოთავაზებული იქნება სამ მოდიფიკაციაში: ორ სოკეტზე, ერთ სოკეტზე და „ბიუჯეტური“ ვარიანტი შემცირებული სიხშირეებითა და გაზრდილი ენერგოეფექტურობით. მოდელი ბირთვი / ნაკადი Boost-სიხშირე TDP ფასი ($) Dual Socket Single Socket "ბიუჯეტური" ვარიანტი Epyc 7742 64 / 128 3.4 გჰც 225 ვტ 7800 7200 5000 Epyc 7642 48 / 96 3.4 გჰც 225 ვტ 5400 - 4500 Epyc 7502 32 / 64 3.35 გჰც 180 ვტ 2900 2600 2300 Epyc 7402 24 / 48 3.35 გჰც 180 ვტ 2000 1400 1500 Epyc 7302 16 / 32 3.3 გჰც 155 ვტ 1100 930 730 Epyc 7272 12 / 24 3.2 გჰც 120 ვტ 700 - - Epyc 7262 8 / 16 3.4 გჰც 155 ვტ 650 510 540 საინტერესოდ გამოიყურება 64-ბირთვიანი, 5-ათასდოლარიანი პროცესორი AMD Epyc 7742. შედარებისთვის, კალიფორნიული გიგანტი Intel ამ ფასად გთავაზობთ 28-ბირთვიან მოდელ Xeon Platinum-ს 3.8 გჰც სიხშირით. აღსანიშნავია ასევე 24-ბირთვიანი, 1500 დოლარიანი Epyc 7402, რომლის სიხშირე 3.35 გიგაჰერცია და შეუძლია თავი მოიწონოს PCI Express 4.0-ის 128 ხაზით. იგი Threadripper-ზე 300დოლარით ძვირია. Intel-ის სერვერული პროცესორების ფასები და მახასიათებლები შედარებისთვის იხილეთ ქვემოთ: მოდელი ბირთვი / ნაკადი სიხშირე TDP ფასი ($) საბაზისო მაქსიმალური Xeon 9282 56 / 112 2.6 გჰც 3.8 გჰც 400 ვტ - Xeon 9242 48 / 96 2.3 გჰც 3.8 გჰც 350 ვტ - Xeon 8167 28 / 56 2.5 გჰც 3.8 გჰც 205 ვტ 4600-11 000 Xeon 8164 26 / 52 2 გჰც 3.7 გჰც 150 ვტ 5000-7500 Xeon 8160 24 / 48 2.1 გჰც 3.7 გჰც 150 ვტ 4700-4800 Xeon 8153 16 / 32 2.2 გჰც 3 გჰც 125 ვტ 3000 Xeon 8158 12 / 24 3 გჰც 3.7 გჰც 150 ვტ - შეგახსნებთ, რომ AMD-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გასულ თვეში ოფიციალურად დაადასტურა სერვერული პროცესორების ბაზარზე მესამე კვარტალში გამოსვლა. ენთუზიასტები ელიან, რომ 7-ნანომეტრიანი Epyc-პროცესორების შემდეგ გაყიდვაში გამოვა 7-ნანომეტრიანი Threadripper-ები დესკტოპ-კომპიუტერებისთვის. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/27899/ceny-i-harakteristiki-7nanometrovyh-processorov-amd-epyc-rome Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.