Jump to content

მარკ ცუკერბერგის მეუღლის ფონდმა 68 მილიონი გამოყო ადამიანის უჯრედების „რუკის“ შექმნისთვის


Recommended Posts

Chan Zuckerberg Initiative ფონდმა 68 მილიონი დოლარი გადასცა პროექტ Human Cell Atlas-ს გაწეული სამუშაოსთვის. პროექტმა მოქმედება დაიწყო 2003 წელს და ამჟამად მასში გაერთიანებული 38 სამეცნიერო გუნდი მსოფლიოს ოცი ქვეყნიდან. მოქმედების პერიოდში მეცნიერებმა 85 პროექტი დაასრულეს, რომელთ უმეტესობაც მიმართულია სამომავლო ადამიანური „ატლასის“ შემუშავების ინსტრუმენტის შექმნისკენ, მასში შედის სხვადასხვა სახის კვლევის მეთოდი. პროექტი წარადგენს ადამიანის უჯრედების, ქსოვილისა და ორგანოების ზუსტ კარტოგრაფირებას, რაც ხელს შეუწყობს როგორც მედიცინის, ისე ბიოტექნოლოგიის განვითარებას. 

image.jpeg 

ფონდის დამაარსებლები  - მარკ ცუკერბერგი და პრისცილა (ჩენ) ცუკერბერგი 

ფონდ CZI-ს გრანტი განაწილდება 38 რჩეულ პროექტზე. მისით დაიფარება გაწეული ხარჯები: მედიცინის სფეროში, პროგრამული ინსტრუმენტების შექმნის და გამომთვლელ ბიოლოგიაზე მუშაობის დანახარჯები. პროექტის მიზანია მოხდეს ფოკუსირება ადამიანის ორგანიზმის სპეციფიკურ ქსოვილებსა და ორგანოებზე, როგორებიცაა გული, თვალები და ღვიძლი. პროექტის დასრულებისას შექმნილი უჯრედების ატლასი და მასზე სამუშაო-საკვლევი ინსტრუმენტები თავისუფლად გაზიარდება სხვა მკვლევარებისა და ორგანიზაციებისთვის მთელ მსოფლიოში. 

მთელი მსოფლიოდან საუკეთესო მეცნიერების მოზიდვისა და ყოველმხრივი დაფინანსების წყალობით პროექტი დიდი ალბათობით უახლოეს ვადებში დასრულდება და შეიქმნება პირველი ადამიანური „რუკა“. პროექტზე მუშაობისას მკვლევარებს დიდი სამსახურ გაუწია კომპიუტერულმა მეცნიერებებმა, კერძოდ კი მასიური მონაცემების ანალიზის მოწინავე ტექნოლოგიამ. ამ დრომდ ჩანდა, რომ ადამიანის ორგანიზმი მეტნაკლებად უკვე შესწავლილი იყო, თუმცა ახალი ტექნოლოგიების საშუალებით ხდება უჯრედებს, ქსოვილებსა და ორგანოებს შორის შეუსწავლელი კავშირების აღმოჩენა. ადამიანის ორგანიზმი მალე სავსებით იქნება შესწავლილი.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.