Jump to content

ჩინეთმა წარადგინა წყალბადზე მომუშავე პირველი ავტომობილი სვლის რეკორდული მანძილით


Recommended Posts

ბენზინზე მომუშავე ავტომობილები აბინძურებენ გარემოს, ხოლო ელექტრომობილები დატენვას დიდი დრო სჭირდება.  ამიტომ ავტომწარმოებლების ნაწილი გამოსავალს წყალბადზე მომუშავე ძრავებში ეძებს. ეს უკანასკნელები უკვე გამოიყენება Honda-ს და Hyundai-ს ზოგიერთ მოდელში, თუმცა ჩინური კომპანიებისთვის აღნიშნული ინოვაცია დღემდე მიუღწეველი ოცნება იყო. პირველი ჩინური ავტომობილის სახელწოდება, რომელიც წყალბადზე მუშაობს, Grove Obsidian-ია, მას საკუთარი სპორტული ვერსია Granite გააჩნია. 

image.jpeg

 

ავტომობილი შექმნილია 2016 წელს დაარსებული კომპანი Grove-ის მიერ. სამ წელიწადში კომპანიამ მოახერხა შეეკრიბა გუნდი და შეემუშავებინა ახალი მანქანის წინასერიული ვარიანტი. კომპანია დარწმუნებული წყალბადის საწვავის უპირატესობასა და მის უსაფრთხოებაში, თუმცა ჯერ არაა მზად გაასაჯაროვოს ავტომობილის ზუსტი მახასიათებლები. მიუხედავად ამისა, ცნობილია მისი სვლის მანძილის რეკორდული მაჩვენებელი და ეკონომიურობა. 

პირველი წყალბადზე მომუშავე ავტომობილი ჩინეთიდან 

Grove Obsidian-ის ყველაზე მთავარი მახასიათებელი ნიშანია გავლის მანძილი, რომელიც 1000 კმ-ს უტოლდება. აღნიშნულმა შეიძლება უამრავი მომხმარებლის დაინტერესება გამოიწვიოს, რადგან სხვა ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების ანალოგიური მაჩვენებელი 750 კმ-ს არ ცდება. მაგალითად, Honda Clarity-ის გააჩნია 750 კმ-იანი სვლის მარაგი. 

image.jpeg 

Grove ასევე გამოირჩევა წვის ეკონომიური მაჩვენებლი მსუბუქი კორპუსის გამო, რომელიც შექმნილია ნახშირბადის ბოჭკოვანასგან და გააჩნია დაბალი წინაღობის აეროდინამიკული მაჩვენებელი. დიზაინი შექმნილია იმ ადამიანის მიერ, ვინც მუშაობდა Alfa Romeo-სა და Fiat ზე. 

image.jpeg 

Grove Obsidian  მოძრავი წყალბადის ბომბი? 

წყალბადის ავზის გავსებას ჭირდება 3 წუთი, ხოლო მოძრაობისას გამონაბოლქვის სახით გამოედინება წყლის ორთქლი. ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ Grove Obsidian წააგავს წყალბადის ბომბს, თუმცა ეს მცდარი შეხედულებაა. საწვავის ავზი ისეა დაპროექტებული, რომ გადაიტანოს ნებისმიერი ტიპის ავარია. თუ მასში გაჩნდება ხვრელი, წყალბადი გამოედინება თხევად ფორმაში და 1,5 წუთში დაიწვება. ამასთანავე, მანქანის კორპუსი ცხელდება არაუმეტეს 47 გრადუსისა. 

image.jpeg

 

Grove Obsidian-ის სერიული წარმოება დაიწყება 2020 წელს. პირველი 12 თვის განმავლობაში დაგეგმილია 5000 ავტომობილის წარმოება, ხოლო 2030 წლისთვის ეს მაჩვენებლი 100 ათასამდე უნდა ავიდეს. ავტომობილს გააჩნია სპორტული ვერსია სახელწოდებით Granite, რომელსაც განსხვავებული დიზაინი აქვს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.