Magdalena Posted June 25, 2019 Share Posted June 25, 2019 სამომხმარებლო სექტორისთვის დისკრეტული ვიდეო ბარათები კომპანია Intel-მა 2020 წლის ბოლოს უნდა წარადგინოს, მათთვის განკუთვნილი გრაფიკული პროცესორები კი 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით უნდა იქნას წარმოებული. სამომავლო ბარათების ტექნიკური მახასიათებლები ჯერ არ ხმაურდება, თუმცა ტექნოგიგანტი მოხერხებულად აღვივებს მომხმარებლების ინტერესს პროდუქტებისადმი და იზიდავს გარეშე სპეციალისტებს კომპიუტერული ესკიზების შექმნისთვის. ამჯერად ვებ-გვერდ Weibo-ზე მოხდა Intel-ის სამომავლო დისკრეტული ვიდეო ბარათის კომპიუტერული მოდელის დემონსტრირება. მოცემულ ვარიანტში ბარათი წარმოდგენილი იყო ორვენტილატორიანი გაგრილების სისტემითა და გამჭვირვალე ზედაპირით. შუა მრგვალი ნაწილი დეკორატიულ ფუნქციას ასრულებს - მის ქვეშ ვენტილატორი არ არის. ესკიზის ავტორმა მანათობელი სექტორებით შეავსო ვიდეო ბარათის უკანა მხარეც, სადაც განთავსებულია ლითონის გამამაგრებელი ფირფიტა. დამატებითი კვების ორი რვაპინიანი კონექტორი გამოტანილია ბარათის გარეკანის საზღვარზე, მისი ჩარჩო შესრულებულია სამკუთხედის ფორმის ჭრილების მქონე ლითონისაგან. უკანა პანელზე მოცემულია სივრცე სავენტილაციო ჭრილებისთვის, სამი DisplayPort-ის და ერთი HDMI კონექტორი. ვიდეო ბარათის გარეკანის სიგანისა და უკანა პანელის შესაბამისობის მიხედვით შესაძლებელია ვარაუდი, რომ გაგრილების სისტემა აღჭურვილი იქნება საკმაოდ დიდი ვენტილატორებით. რა თქმა უნდა, წარმოდგენილი მოდელი მხოლოდ და მხოლოდ ესკიზია, თუმცა იგი საშუალებას იძლევა გავიგოთ მიმართულება Intel-ის დიზაინერული ხედვების განვითარებისკენ. https://overclockers.ru/hardnews/show/97893/intel-snova-demonstriruet-eskiz-svoej-videokarty 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.