Jump to content

შეერთებულმა შტატებმა ამჯერად AMD-ს აუკრძალა მთელ რიგ ჩინურ კომპანიებთან თანამშრომლობა


Recommended Posts

მიმდინარე წელს Computex 2019-ზე გამოჩნდა სერვერული პროცესორები მარკით - Hygon, რომლებიც არის პირველი თაობის Zen არქიტექტურის AMD EPYC პროცესორების ჩინური ლიცენზირებული ასლები. Lisa Su-მ მაშნ მასმედიას განუცხადა, რომ THATIC-თან თანამშრომლობა არ გულისხმობდა ჩინელი პარტნიორებისთვის უფრო თანამედროვე არქიტექტურის პროცესორებზე უფლების გადაცემას. 

ორი დღის წინ აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ განაახლა იმ ჩინური კომპანიების ჩამონათვალი, რომელთა საქმიანობამაც ამერიკელების აზრით შესაძოა საფრთხის ქვეშ დააყენოს აშშ-ის უსაფრთხოება და ინტერესები საერთაშორისო ბაზარზე. ამ სიას შეემატა AMD-ის ყველა ის ჩინური პარტნიორი კომპანია, რომლებიც ამზადებენ და ყიდიან Zen-არქიტექტურის პროცესორების ჩინურ „კლონებს“.  

image.jpeg

ფოტოს წყარო: აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო 

შესაბამისად, უკვე აღარც AMD-ს და აღარც სხვა ამერიკულ კომპანიებს აქვთ უფლება - იმოქმედონ კონკრეტულ ჩინურ კომპანიებთან. უფრო მეტიც, აკრძალვა შეეხო Intel-ისა და NVIDIA-ს ინტერესებსაც, რადგანაც ისინი Higon-ს აწვდიდნენ კომპონენტებს სუპერკომპიუტერული სისტემებისთვის. სწორედ სუპერკომპიუტერების თავდაცვითი მიზნით გამოყენების ფაქტორმა გამოიწვია ასეთ რეაქცია ამერიკულ ხელისუფლებაში. 

სანქცირებული კომპანიების ჩამონათვალში შევიდა კიდევ ორი კომპანია  (Haiguang Microelectronics და Chengdu Haiguang Integrated Circuit Design), რომლებშიც AMD ფლობს კაპიტალის 51 და 30%-ს, შესაბამისად. თუმცა AMD-სთვის საბედნიეროდ, მას ამ კომპანიებში ფული არ ჩაუდია - მა კაპიტალშ წილი შეიტანა ინტელექტუალური საკუთრების ფორმით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ AMD საერთოდ არ რისკავს ფულადი რესურსების დაკარგვას: კონტრაქტის პირობებით ამერიკულ კომპანიას უნდა მიეღო 293 მლნ საწყის ეტაპზე, შემდეგ კი შეძლებდა დაყრდნობოდა ერთობლივი საქმიანობის შედეგებს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში AMD-მ 60 მლნ მიიღ. მიმდინარე მოვლენების ფონზე კი მისი აქციების ფასი 3%-ით დაეცა. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.