Jump to content

AMD-მ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შეძლო ვიდეო ბარათების ბაზარზე NVIDIA-ს შევიწროება


Recommended Posts

ყოველკვარტალური ანგარიშის თანახმად მთელ მსოფლიოში წლის პირველ კვარტალში გაიყიდა საერთო ჯამში 2.8 მლრდ დოლარის ღირებულების ვიდეო ბარათები. გასული წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ზრდა 0.3%-ს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 43.6%-იანი ზრდა ფიქსირდება. მსგავს დინამიკას მარტივი ახსნა აქვს - 2018 წლის პირველ კვარტალში ჯერ კიდევ არ იყო ჩამცხრალი კრიპტსავალუტო ბუმი და ვიდეო ბარათებს ხალხი აქტიურად ყიდულობდა იმ დროს პოპულარული კრიპტოვალუტების მოსაპოვებლად. 

image.png 

2018 წლის ბოლო AMD აკონტროლებდა დისკრეტული ბარათების ბაზრის არაუმეტეს 18.8 % -იან წილს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი შეძო ეს წილი 22.7%-მდე გაეზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ წლის პირველი კვარტალი ტრადიციულად არ არის ვიდეო ბარათებზე მაღალი მოთხოვნის სეზონი, AMD-ს კი ამ პერიოდში სიახლედ მხოლოდ Radeon VII ჰქონდა. სავარაუდოდ, AMD-ს დაეხმარა მარკეტინგული აქტივობა Polaris-სერიის ვიდეო ბარათების გააქტიურებაში - ეს მოხდა სწორედ წლის დასაწყისში. 

სამაგიეროდ, ცხადი ხდება, რომ კრიპტოსავალუტო ბუმმა AMD-ს ხელი შეუწყო 2018 წლის პირველ კვარტალში აქტიურად გაეყიდა ვიდეო ბარათები - იმ დროს კომპანია ბაზრის 34.9%-ს აკონტროლებდა. გასული წლის სწორედ ამ პერიოდში მიაღწია AMD-ს  მაჩვენებელმა უმაღლეს ნიშულს, იმ დროიდან მოყოლებული კი სულ მცირდებოდა მიმდინარე წლის პირველ კვარტლამდე. 

რანაკლებ საინტერესოა NVIDIA-ს ბაზრის წილის ტენდენციაც. 2018 წლის მეოთხე კვარტლის შემდეგ მიმდინარე წლის პირველ კვარტლამდე კომპანიის პოზიციები შესუსტდა: 81.2%-დან 77.3%-მდე. თუმცა თუკი შევადარებთ 2018 წლის პირველ კვარტალს, გაიზარდა 65.1-დან 77.3%-მდე. არსობრივად, როგორც კი კრიპტოვალუტების ფაქტორმა შეწყვიტა AMD-ს მხარდაჭერა, კონკურენტმა პოზიციბის გამაგრება დაიწყო და ეს მოხდა ჯერ კიდევ Turing-არქიტექტურის ბაზაზე შექმნილი გრაფიკული ამაჩქარებლების გამოსვლამდე (გამოვიდა მესამე კვარტალში). ამ ბარათებმა NVIDIA-ს მდგომარეობას ხელი შეუწყეს გასული წლის ბოლომდე, მიმდინარე წელს კი ვითარება AMD-ს წნეხის ქვეშ მოექცა. 

image.png 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

თავად NVIDIA-მ განაცხადა, რომ Turing-ის თაობის ვიდეო ბარათები Pascal-ზე უკეთესად იყიდებოდა. როგორც ჩანს, AMD Navi (RDNA) გრაფიკული ბარათების გამოსვლა სარგებელს NVIDIA-ს მომხმარებლებსაც მოუტანს, რადგანაც პირველი თაობის Turing-ბარათების გაიაფება მოჰყვება. საერთო ჯამში, ახალი Turing-ბარათების გამოსვლა დიდი ალბათობით ხელს შეუწყობს მომხმარებლების NVIDIA-ს მხარეზე გადასვლას და ეს გათვლილი აქვს კომპანიას - ჩაფიქრებული აქვს საპასუხო ნაბიჯები Radeon RX 5700 XT-სა და Radeon RX 5700 ბარათებისთვის კონკურენციის გასაწევად. 

Link to comment
Share on other sites

ისეთი პირი უჩანს რომ შეიძლება ისევ გაიზარდოს სრპოსი კარტებზე მაინინგში და მანდ ნვიდიას კარტები ძალიან კარგათ გრძნობენ თავს

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.