Magdalena Posted June 24, 2019 Share Posted June 24, 2019 ყოველკვარტალური ანგარიშის თანახმად მთელ მსოფლიოში წლის პირველ კვარტალში გაიყიდა საერთო ჯამში 2.8 მლრდ დოლარის ღირებულების ვიდეო ბარათები. გასული წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ზრდა 0.3%-ს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 43.6%-იანი ზრდა ფიქსირდება. მსგავს დინამიკას მარტივი ახსნა აქვს - 2018 წლის პირველ კვარტალში ჯერ კიდევ არ იყო ჩამცხრალი კრიპტოსავალუტო ბუმი და ვიდეო ბარათებს ხალხი აქტიურად ყიდულობდა იმ დროს პოპულარული კრიპტოვალუტების მოსაპოვებლად. 2018 წლის ბოლო AMD აკონტროლებდა დისკრეტული ბარათების ბაზრის არაუმეტეს 18.8 % -იან წილს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი შეძლო ეს წილი 22.7%-მდე გაეზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ წლის პირველი კვარტალი ტრადიციულად არ არის ვიდეო ბარათებზე მაღალი მოთხოვნის სეზონი, AMD-ს კი ამ პერიოდში სიახლედ მხოლოდ Radeon VII ჰქონდა. სავარაუდოდ, AMD-ს დაეხმარა მარკეტინგული აქტივობა Polaris-სერიის ვიდეო ბარათების გააქტიურებაში - ეს მოხდა სწორედ წლის დასაწყისში. სამაგიეროდ, ცხადი ხდება, რომ კრიპტოსავალუტო ბუმმა AMD-ს ხელი შეუწყო 2018 წლის პირველ კვარტალში აქტიურად გაეყიდა ვიდეო ბარათები - იმ დროს კომპანია ბაზრის 34.9%-ს აკონტროლებდა. გასული წლის სწორედ ამ პერიოდში მიაღწია AMD-ს მაჩვენებელმა უმაღლეს ნიშნულს, იმ დროიდან მოყოლებული კი სულ მცირდებოდა მიმდინარე წლის პირველ კვარტლამდე. არანაკლებ საინტერესოა NVIDIA-ს ბაზრის წილის ტენდენციაც. 2018 წლის მეოთხე კვარტლის შემდეგ მიმდინარე წლის პირველ კვარტლამდე კომპანიის პოზიციები შესუსტდა: 81.2%-დან 77.3%-მდე. თუმცა თუკი შევადარებთ 2018 წლის პირველ კვარტალს, გაიზარდა 65.1-დან 77.3%-მდე. არსობრივად, როგორც კი კრიპტოვალუტების ფაქტორმა შეწყვიტა AMD-ს მხარდაჭერა, კონკურენტმა პოზიციების გამაგრება დაიწყო და ეს მოხდა ჯერ კიდევ Turing-არქიტექტურის ბაზაზე შექმნილი გრაფიკული ამაჩქარებლების გამოსვლამდე (გამოვიდა მესამე კვარტალში). ამ ბარათებმა NVIDIA-ს მდგომარეობას ხელი შეუწყეს გასული წლის ბოლომდე, მიმდინარე წელს კი ვითარება AMD-ს წნეხის ქვეშ მოექცა. ფოტოს წყარო: NVIDIA თავად NVIDIA-მ განაცხადა, რომ Turing-ის თაობის ვიდეო ბარათები Pascal-ზე უკეთესად იყიდებოდა. როგორც ჩანს, AMD Navi (RDNA) გრაფიკული ბარათების გამოსვლა სარგებელს NVIDIA-ს მომხმარებლებსაც მოუტანს, რადგანაც პირველი თაობის Turing-ბარათების გაიაფება მოჰყვება. საერთო ჯამში, ახალი Turing-ბარათების გამოსვლა დიდი ალბათობით ხელს შეუწყობს მომხმარებლების NVIDIA-ს მხარეზე გადასვლას და ეს გათვლილი აქვს კომპანიას - ჩაფიქრებული აქვს საპასუხო ნაბიჯები Radeon RX 5700 XT-სა და Radeon RX 5700 ბარათებისთვის კონკურენციის გასაწევად. https://3dnews.ru/989605 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted June 24, 2019 Share Posted June 24, 2019 ისეთი პირი უჩანს რომ შეიძლება ისევ გაიზარდოს სრპოსი კარტებზე მაინინგში და მანდ ნვიდიას კარტები ძალიან კარგათ გრძნობენ თავს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.