Jump to content

საქართველოს ხელისუფლებასა და IOHK-ს შორის გაფორმდა პარტნიორობის მემორანდუმი ბლოკჩეინის განვითარებისთვის


Recommended Posts

საქართველოს ხელისუფლებამ ხელი მოაწერა მემორანდუმს ტექნოლოგიურ კომპანია Blockchain Input Output Hong Kong-თან (IOHK), რაც ითვალისწინებს ბლოკჩეინის მხარდაჭერის მქონე პროექტების რეალიზებას ბიზნესის, განათლებისა და სახელმწიფო სამსახურების სერვისებში.  

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და IOHK-მა. შედეგად ისინი ითანამშრომლებენ ტექნოლოგიური, კომერციული და ოპერაციული პოტენციალის განვითარებისათვის, რათა მოხდეს ბლოკჩეინის, fintech-ბიზნესისა და ციფრული აქტივების პროექტების სტიმულირება. 

image.png 

IOHK - ეს არის კომპანია, რომელმაც შექმნა კრიპტოვალუტა Cardano (ADA). იგი დაარსდა კრიპტო-ანტრეპრენერ Charles Hoskinson-ის მიერ, რომელიც აგრეთვე არის IOHK-ის გენერალური დირექტორიც. Hoskinson Ethereum-ის ბლოკჩეინის თანადამფუძნებელიც გახლავთ, თუმცა IOHK ამჟამად მუშაობს altcoin-ის უმცროს ინტერაცია ethereum classic-ზე (ETC). 

საქართველოს ხელისუფლებამ განათლების მაღალის დონე დააფიქსირა იმ მნშვნელოვან სფეროში, რომელშიც შესაძლებელია ბლოკჩეინის გამოყენება, რათა უსაფრთხოდ შემოწმდეს ეროვნული უნივერსიტეტების კვალიფიკაცია, აგრეთვე უზრუნველყოფილ იქნას მათი თავსებადობა ევროპულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. 

განათლების სამინისტრო და IOHK გააგრძელებენ ბლოკჩეინის დანერგვას, რათა ამაღლდეს კონფიდენციალური მონაცემების უსაფრთხოების დონე და მოხდეს სმარტ-კონტრაქტების ფუნქციონალის ინტეგრირება სამინისტროს სერვისებში. 

მემორანდუმი წარმოადგენს საქართველოს სწრაფვის შემადგენელ ნაწილ- გახდეს ქვეყანა უფრო ქმედითუნარიანი ბიზნესის განვითარებაში. 

სიტყვით გამოსვლაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ყურადღება გაამახვილა პროგრესზე, რომელსაც მსოფლიო ბანკის ინდექსით ქვეყნამ მიაღწია ბიზნესის მარტივად დანერგვის კუთხით: 2018 წლის მაჩვენებლით 112-ე ადგილიდან ქვეყანამ მე-6-ზე გადაინაცვლა. 

საუბარი შეეხო 2009 წლიდან ელექტროენერგიის მოხმარების ყველაზე მზარდ მაჩვენებელსაც მთლიან აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში: მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად ქვეყანაში მოხმარებული ელექტროენერგიის 10-15% განკუთვნილია სპეციალურად კრიპტო მაინინგისათვის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.