Jump to content

დასახელდა განახლებული NVIDIA Turing „Super“-ის სარეკომენდაციო ფასები


Recommended Posts

NVIDIA წარადგენს Turing-არქიტექტურის განახლებული სერიის ვიდეო ბარათებს, რომელთაც ექნება უფრო სწრაფი მეხსიერება, სუფიქსი „Super და რაც მთავარია - უფრო მიმზიდველი ფასი და სწრაფმოქმედება. როგორც წესი, Super სერიის თითოეული გრაფიკული პროცესორის ფასი „ნასესხები“ იქნება წინა თაობის უფროსი მოდელისგან, აქტიური CUDA ბირთვების რაოდენობა კი გაიზრდება და ამგვარად გავლენას მოახდენს წარმადობის დონეზე. 

image.jpeg 

რესურს WCCFTech-ისგან ოფიციალურ ანონსამდე მცირე ხნით ადრე გახმაურდა ახალი ხაზის სამი გრაფიკული პროცესორის ფასი, რომლებიც შემოთავაზებული იქნება „პირველი ტალღის“ Turing-სერიის ვიდეო ბარათების პარალელურად. GeForce RTX 2080 Super-ის ფასი 799 დოლარი იქნება, რაც „ჩვეულებრივ“ GeForce RTX 2080-ს იძლებულს გახდის შედარებით გაიაფდეს სამომავლოდ არსებობისათვის. GeForce RTX 2070 Super ბარათის ფასი 599 დოლარი იქნება - იმდენივე, რაც ღირდა GeForce RTX 2070 ანონსის დროს. და ბოლოს, GeForce RTX 2060 ვიდეო ბარათი გაიყიდება 429 დოლარად იმ დროს, როდესაც „ჩვეულებრივი“ GeForce RTX 2060 ანონსის დროს 349 დოლარი ღირდა. ამ უკანასკნელის შემთხვევაში მომატებული ფასი კომპენსირდება 1920-ის ნაცვლად არსებული 2176 CUDA ბირთვითა და 6-ის ნაცვლად 8 გიგაბაიტიანი GDDR6 მეხსიერებით. 

  • GeForce RTX 2080 Ti: 4352 ბირთვი CUDA, გრაფიკული პროცესორი TU102-300 და 11  გბ GDDR6 მეხსიერება სიხშირით 14 გჰც; 

  • GeForce RTX 2080 Super: 3072 ბირთვი CUDA, გრაფიკული პროცესორი TU104-450 და 8 გბ GDDR6 მეხსიერება სიხშირით -  16 გჰც; 

  • GeForce RTX 2080: 2944 ბირთვი CUDA, გრაფიკული პროცესორი TU104-410, 8 გბ GDDR6 მეხსიერება სიხშირით -  14 გჰც; 

  • GeForce RTX 2070 Super: 2560 ბირთვი CUDA, გრაფიკული პროცესორი TU104-410 8 გბ GDDR6 სიხშირით -  14 გჰც; 

  • GeForce RTX 2070: 2304 ბირთვი CUDA, გრაფიკული პროცესორი TU106-410, 8 გბ GDDR6 სიხშირით - 14 გჰც; 

    • GeForce RTX 2060 Super: 2176 ბირთვი CUDA, გრაფიკული პროცესორი TU106-410, 8 გბ GDDR6 სიხშირით - 14 გჰც; 

    • GeForce RTX 2060: 1920 ბირთვი CUDA, გრაფიკული პროცესორი TU106-200 6 გბ GDDR6 მეხსიერება სიხშირით - 14 ГГц. 

    ანონსის შემდეგ არსებულ ვიდეო ბარათებზე ფასები შემცირდება. ახალი ბარათები გაყიდვაში ივლისის მეორე ნახევარში გამოვა. ფლაგმანურ GeForce RTX 2080 Ti ბარათს რეფორმები არ შეეხება. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.