Magdalena Posted June 20, 2019 Share Posted June 20, 2019 მცირე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კომპანია Sony აპროექტებს სმარტფონს, რომელსაც ჯამში რვა კამერა ექნება. ამჟამად გაჩნდა ცნობები ამ უნიკალური, მრავალმოდულიანი სისტემის კონფიგურაციის შესახებ. კორპუსის უკანა მხარეს განთავსდება ექვსი ბლოკისგან შემდგარი კამერა. მოდულები წარმოდგენილია 2 × 3 მატრიცის სახით, მთავარი სექციისგან მარჯვნივ კი მოთავსებული იქნება ფლეშ-განათება. როგორც ცნობილია ექვსმოდულიან კამერაში შევა შემდეგი მოდულები: 20 მეგაპიქსელი, მაქსიმალური დიაფრაგმა f/2,4; 48 მეგაპიქსელი, მაქსიმალური დიაფრაგმა f/1,2–f/2,4; 16 მეგაპიქსელი, მაქსიმალური დიაფრაგმა f/2,4; 8 მეგაპიქსელი, მაქსიმალური დიაფრაგმა f/2,4; 12 მეგაპიქსელი, მაქსიმალური დიაფრაგმა f/1,2–f/2,4; 0,5-მეგაპიქსელიანი სენსორი Time of Flight (ToF) ღრმა სივრცის მქონე ფოტოებისთვის. ამგავრად, კამერა უზრუნველყოფს გადაღების მრავალფეროვან საშუალებებს. თანაც ეს შეეხება როგორც ფოტო-, ასევე ვიდეოგადაღებას. რაც შეეხება ორკომპონენტიან ფრონტალურ კამერას, ამჟამად არსებული ცნობებით მის შემადგენლობაში შევა 10-მეგაპიქსელიანი ძირითადი სენსორი და 0.3-მეგაპიქსელიანი Time of Flight სენსორი. დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ სმარტფონს ექნება გვერდების შეფარდება 21:9-სთან, ასევე არანაკლებ 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და 128 გბ ფლეშ-მეხსიერება, აგრეთვე 800-სერიის პროცესორი Qualcomm Snapdragon. https://3dnews.ru/989426 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.