Magdalena Posted June 17, 2019 Share Posted June 17, 2019 ინტერნეტთან დაკავშირებული უსაფრთხოების კამერები იმ Smart-მოწყობილობების თითქმის ნახევარს წარმოადგენს, რომლებიც ყველაზე ხშირად ტყდება ჰაკერების მიერ. ყველაფრის მიუხედავად, მაინც იყიდება ის „სუსტი“ მოწყობილობები, რომლებსაც უსაფრთხოების სისტემის უამრავი ნაკლოვანება აქვთ. კომპანია SAM Seamless Network-ის კვლევამ აჩვენა, რომ უსაფრთხოების კამერები ყველაზე ხშირად გატეხვადი ინტერნეტ-ნივთების 47%-ს შეადგენს. კვლევის მონაცემებით, საშუალოსტატისტიკურ ამერიკულ ოჯახში არის საშუალოდ 17 Smart-მოწყობილობა, ევროპულში - დაახლოებით 14. ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობების სპექტრი ვარირებს კომპიუტერებიდან და სმარტფონებიდან დაწყებული - Smart-ტელევიზორებითა და სამზარეულოს ნივთებით დამთავრებული. ბიუჯეტური მოწყობილობები იდენტური სქემებით მუშაობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მოწყობილობის გატეხვის მეთოდი შესაძლებელია სხვა მოდელებშიც გამოიყენონ. „ყველაზე სერიოზული თავდასხმები მიმართულია IP-კამერების წინააღმდეგ. შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ადამიანები ყიდულობენ არა თანამედროვე ძვირადღირებულ ხარისხიან კამერებს თავიანთი უსაფრთხოებისთვის, არამედ იაფფასიანებს“ - აცხადებენ მკვლევარები. კამერების შემდეგ ყველაზე ხელყოფადი მოწყობილობებია ინტელექტუალური კონცენტრატორები და მონაცემთა შენახვის ქსელური მოწყობილობები. მათზე მოდის 15% და 12% ყველაზე ხშირად გატეხვად მოწყობილობებს შორის. პრინტერები, Smart-ტელევიზორები და IP-ტელეფონებიც ხშირ სამიზნეს წარმოადგენს. „შეიძლება ფიქრობდეთ, რომ არავის არაფერი ესაქმება თქვენს Smart-ტელევიზორთან, მაგრამ როდესაც იგი კომპიუტერთანაა დაკავშირებული, რომელშიც თქვენი მონაცემები და ექაუნთები ინახება, ეს ყველაფერი დაინტერესებას იწვევს“ - აცხადებს SAM Seamless Network-ის თანადამფუძნებელი და განერალური დირექტორი Sivan Rauscher. https://hightech.fm/2019/06/16/iot-10 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.