Jump to content

გამოქვეყნდა 2019 წლის საუკეთესო მონიტორების ჩამონათვალი


Recommended Posts

მიუხედავად იმის, რამდენად მძლავრ სისტემურ ბლოკს აწყობთ, მას აზრი არ ექნება კარგი მონიტორის გარეშე - ისეთის, რომელიც შეესაბამება სრულ კომპლექტს. ასე რომ წარმოგიდგენთ 2019 წლის საუკეესო მონიტორების ჩამონათვალს: 

მონიტორი ViewSonic ColorPro VP3268-4K 32" 

image.jpeg 

 

790 დოლარის ღიებულების ეს მონიტორი საუკეთესო ფერებსა და სიზუსტეს უზრუნველყოფს, შედეგად, იგი შესაფერისია პროფესიონალებისთვის. 

საუკეესო მონიტორი ენთუზიასტებისთვის:  Dell UltraSharp U4919DW Dual QHD 49" 

image.jpeg

ამ კატეგორიის მომხმარებლებისთვის საუკეთესო არჩევანია Dell-ის ულტრაფართე, 49-დუიმიანი მონიტორი 5120x1400 გაფართოებითა და გვერდების შეფარდებით - 32:9. იგი შთამბეჭდავი ფუნქციებითაა წარმოდგენილი, მათ შორისაა ეკრანის განახევრება/გაყოფა ორი სახის კონტენტად. 

საუკეთესო გეიმინგ-მონიტორი „თავის ფასში“: LG 32GK650F QHD 32" 

image.jpeg 

დიახ, შეგიძლიათ შეიძინოთ ტოპ-კლასის 4K პანელი 240 ჰც კადრის განახლების სიხშირით, თუმცა ასევე შეგიძლიათ დაზოგოთ თანხა და შეიძინოთ LG-ის მონიტორი 1440p გაფართოებითა და 144 ჰც სიხშირით. Freesync ტექნოლოგიის მხარდაჭერის გარდა იგი თავსებადია G-sync-თანაც. რეაქციის სიჩქარე სულ რაღაც 5 მილიწამია - ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია VA-მატრიცისა და მსგავსი მახასიათებლების მქონე მონიტორებს შორის. 

საუკეთესო ბიუჯეტური 4K მონიტორი: LG 27UK650-W UHD 27" 

image.jpeg 

შესანიშნავი, უნივერსალური გადაწყვეტილება სხვადასხვა სახის ამოცანებისთვის - იქნება ეს თამაშები თუ კონტენტის შექმნა. 27" IPS პანელს 99%-იანი sRGB ფერთა ფლობა და HDR10 მხარდაჭერა აქვს, თუმცა არ ისე კარგი, როგორიც ნამდვილ HDR-მონიტორებს გააჩნია. 300 დოლარად მსურველი მიიღებს ამ ყველაფერს, აგრეთვე FreeSync და G-sync ტექნოლოგიების მხარდაჭერას. 

საუკეთესო მონიტორი ფასი/ხარისხის მიმართებაში: AOC C24G1 23.6" Curved 

image.jpeg

 

დღესდღეობით ის მახასიათებლები, რაც ოდესღაც მხოლოდ ტოპ-სეგმენტის მოწყობილობებს მიეკუთვნებოდა, ხელმისაწვდომი გახდა ბიუჯეტურ, ხარისხიან მოდელებშიც. 200 დოლარზე ნაკლებად შესაძლებელია შეიძნოთ მრუდე 1080p მონიტორი VA-მატრიცით, 144 ჰც კადრის განახლების სიხშირითა და 4 მილიწამიანი რეაციის სიჩქარით. მონიტორს ასევე აქვს AMD-ისა და NVIDIA-ს სინქრონიზაციის ტექნოლოგიების მხარდაჭერა. წარმოდგენილ მოდელს აქვს ერთი DisplayPort 1.2, ორი პორტი HDMI 1.4, ერთი VGA აუდიოკონექტორი. 

ისევე, როგორც ბაზრის უამრავ სეგმენტზე, ამ შემთხვევაშიც წესი - „ძვირია და უკეთესია“ ყოველთვის მართალი არ არის. მსგავსი რეტინგები მომხმარებელს დაეხმარება შეიძინოს მახასიათებლებისა და ფასის მხრივ დაბალანსებული პროდუქტი. 

image.jpeg

Link to comment
Share on other sites

ეგ მგონი უბრალოთ რუსული ოვერების ვერსიის სპისოკია, ცოტა სტრანნი მოდელებია არჩეული და lg როგორც ბრენდი არაფრათ არ ვარგაო ისე, მალე ძვრება სული უფრო ვიდრე იგივე დელს და ბრაკიც ბევრია, მაგას ისევ სამსუნგის აღება ჯობია მემგონი, დასადები კიდე დელის გარდა არცერთს არ უვარგა (მყარათ რომ იდგეს და კარგათ შეიძლებოდეს რეგულირება მაგას ვგულისხმობ და არა დიზაინს), ნუ ასუსებს არა უშავს კიდე მაგრამ ძალზე დიდი ნაცენკა ადევს ასუსის გეიმერულ მონიკებს, როგორც ეისერებს

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.