Jump to content

პირველი ცნობები NVIDIA GeForce RTX 2080 Ti Super-ისა და GeForce RTX 2070 Ti Super ვიდეო ბარათების შესახებ


Recommended Posts

უკვე რამდენიმე დღეა ინტერნეტში ვრცელდება ხმები NVIDIA Super ვიდეო ბარათების შესახებ, რომლებიც „მწვანე გიგანტმა“ მიმდინარე თვეში უნდა წარადგინოს. გრაფიკული პროცესორების გამოსვლის თარიღი უკვე ცნობილია, ასევე, გამოცხადდა ისიც, რომ ახალ სერიაში შევა რამდენიმე მოდელი, რომლებიც აგებული იქნება აბსოლუტურად ახალ ვიდეოჩიპებზე. 
image.png 

ამ დრომდე ვრცელდებოდა ცნობა, რომ Super სერიაში შევიდოდა მხოლოდ სამი ვიდეო ბარათი: GeForce RTX 2060 Super, GeForce RTX 2070 Super და GeForce RTX 2080 Super. რესურს WCCFTech-ის ინფორმაციით კი კალიფორნიული კომპანია კიდევ ორ მოდელს წარადგენს - ესენია GeForce RTX 2080 Ti Super და GeForce RTX 2070 Ti Super. 

GPU-ების ზუსტი დასახელებები ჯერჯერობით არ გახმაურებულა, ცნობილია ის, რომ ისინი წარმოდგენილნი იქნება ნაკადური პროცესორების გაზრდილი რაოდენობებით და ექნებათ GDDR6 ტიპის მეხსიერება. საფუძვლიანი მოლოდინი არსებობს ოვერქლოქინგის შესაძლებლობებთან დაკავშირებით, TDP-ის დონე სავარაუდოდ 300-ვატიან ნიშნულს გადააჭარბებს. 

NVIDIA GeForce RTX 2080 Super-ს ექნება 11 გბ ვიდეომეხსიერება და GeForce RTX 2080 ბარათზე გაცილებით მეტი ნაკადური პროცესორი. 

NVIDIA GeForce RTX 2070 Ti Super წარმადობით აღმატებული იქნება GeForce RTX 2070 ბარათზე, თუმცა ჩამორჩება GeForce RTX 2080 Super-ს. მას ექნება 8 გბ მეხსიერება და ფასი - დაახლოებით 400 დოლარი. პირველი სამი მოდელის პრემიერა 21 ივნისს შედგება, დანარჩენი ორი, Ti-ვერსის წარდგენა კი - გაცილებით გვიან. 

და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ NVIDIA GeForce RTX 2060 Super-სა და GeForce RTX 2070 Super ბარათებს ექნება 8 გბ ვიდეომეხსიერება და ისინი აგებული იქნება იმავე გრაფიკულ ჩიპებზე, რომლებზეც GeForce RTX 2070 და GeForce RTX 2080, შესაბამისად. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.