Magdalena Posted June 13, 2019 Share Posted June 13, 2019 ილონ მასკის თქმით კომპანია შეიძლება დაკავდეს იმ ტიპის სასარგებლო წიაღისეულის ძიებით, რომელიც გამოიყენება ელექტრომობილებისათვის განკუთვნილი ბატარეების წარმოებაში. საწარმოო ხაზის გაფართოებასა და წარმოების ზრდის შესახებ საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც მასკმა ისაუბრა ელექტრო პიკაპის შექმნის გეგმაზე და მიზნად დაისახა - დაიწყოს ელექტრო სატვირთო Class 8-ის წარმოება 2020 წლამდე. მასკმა განაცხადა, რომ კომპანიის გეგმები დამოკიდებულია Tesla-ს შესაძლებლობებზე - აწარმოოს დიდი ოდენობით ლითიუმ-იონური ელემენტები. „აზრი არ აქვს პროდუქტის სირთულეზე მუშაობას, თუკი ბატარეები არ გვყოფნის“ - თვლის მასკი. – „ეს არის სირთულე, რომელსაც მოგება არ მოაქვს“. Tesla-ს უზარმაზარი ქარხანა სპარკსში, ნევადაში, აშენდა აკუმულატორების გლობალური მოცულობის გაფართოებისა და ელექტრომობილებზე ფასების შემცირების მიზნით. ეს ქარხანა, Gigafactory 1, აწარმოებს ელექტროძრავებსა და აკუმულატორებს Model 3-ისთვის, ასევე იწარმოება ენერგიის წყაროები - Powerwall და Powerpack. ამ პროექტის უმთავრესი პარტნიორია Panasonic, რომელიც ლითიუმ-იონურ ბატარეებს ამზადებს. შემდეგ კი სწორედ ამ ბატარეებით იწყობა Tesla-მობილების აკუმულატორები. როგორც კი კომპანია წარმოებას გაზრდის „მეტად მაღალ დონემდე, იგი დაიწყებს ვარიანტის განხილვას - ჩაერთოს სამთო-მომპოვებელი საქმიანობის ჯაჭვში“ - აცხადებს მასკი. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რათა უზრუნველვყოთ მაქსიმალურად სწრაფი მასშტაბირება“. ნიკელის, სპილენძის, ლითიუმისა და მათთან დაკავშირებული მინერალების მიწოდების პრობლემა რომ არსებობს, უკვე დიდი ხანია ფაქტია. გასულ თვეში Tesla-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია ელის ხსნებული მინერალების გლობალურ დეფიციტს ახლო მომავალში. https://hi-news.ru/auto/tesla-elektricheskix-batarej.html Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.