Jump to content

Huawei-მ გამოუშვა მილიონი სმარტფონი საკუთარი ოპერაციული სისტემით


Recommended Posts

ჩინურმა კომპანია Huawei-მ გამოუშვა 1 მლნ ერთეული სატესტო სმარტფონების პარტია, რომელთაც პროგრამულ საფუძვლად უდევს მისივე წარმოების ოპერაციული სისტემა. ამგვარი ქმედება წარმოადგენს ნაბიჯს, რომლითაც კომპანია ცდილობს მოახდინოს ამერიკის ხელისუფლების მიერ გატარებული შეზღუდვის შედეგების კომპენსირება. 

image.jpeg 

სააგენტო Rosenblatt Securities-ის ინფორმაციით, ხსენებული სმარტფონების პარტია ტესტირებაზეა გაგზავნილი. ჯერჯერობით უცნობია, მოხვდება ეს მოწყობილობები ბაზარზე თუ ისინი ჯერ მხოლოდ შიდა ტესტირებისა და საწარმოო პროცესის შემოწმებისთვისაა განკუთვნილი. კომპანიის მოხსენებაში ნათქვამია, რომ Huawei-ს მობილური ოპერაციული სისტემა თავსებადია ყველა Android-აპლიკაციასთან. აგრეთვე აქვს „პირადი მონაცემების უსაფრთხოების დაცვის გაძლიერებული შესაძლებლობები“. 

ამ დრომდე Huawei-ს წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ კომპანიის კუთვნილი ოპერაციული სისტემა სამომხმარებლო ბაზარზე ხელმისაწვდომი იქნებოდა მიმდინარე წლის შემოდგომაზე ან მომდევნო წლის გაზაფხულზე. სისტემა HongMeng, ასევე ცნობილი, როგორც Ark OS, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მობილურ გაჯეტებში, კომპიუტერებში, ტელევიზორებში, ავტომობილებში და სხვ. ამერიკის მხრიდან აკრძალვის გადავადების მიუხედავად ჩინური გიგანტი არ აპირებს მოიცადოს და აქტიურად წინ სწევს საკუთარ პროგრამულ პლატფორმას. პორტალ Huawei Central-ის მონაცემებით, კომპანიამ უკვე დააპატენტა HongMeng-ის სავაჭრო ნიშანი ჩინეთში, კანადაში, სამხრეთ კორეაში, მექსიკასა და ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.