Magdalena Posted June 12, 2019 Share Posted June 12, 2019 ღონისძიება Next Horizon Gaming-ზე კომპანია AMD-ის ხელმძღვანელმა Lisa Su-მ წარადგინა კიდევ ერთი პროცესორი, რომელიც შეავსებს მესამე თაობის Ryzen-პროცესორების რიგს. ამ CPU-ს აქვს 16 ბირთვი Zen 2 და AMD-ის ხელმძღვანელობის თქმით, იგი იქნება მსოფლიოში პირველი გეიმინგ-პროცესორი ამ რაოდენობის გამომთვლელი ბირთვების არსენალით. 12-ბირთვიანი Ryzen 9 3900X პროცესორის მსგავსად, ახალი Ryzen 9 3950X მოდელიც დაფუძნებულია 7-ნანომეტრიან ორ ჩიპლეტზე (თითო რვაბირთვიანი). ამის წყალობით 16-ბირთვიან მონსტრში უპრობლემოდ იქნება გამოყენებული ისეთივე Socket AM4-ეკოსისტემა, როგორიც მესამე თაობის Ryzen-ს სხვა პროცესორებს გააჩნია. ცხადია, AMD-მა აღარ გადადო თავისი ყველაზე მძლავრი შეიარაღების წარდგენა და ყველა კოზირი თავიდანვე გაამხილა: საზოგადოებას შესთავაზა პროცესორი მასიური პლატფორმებისათვის, რომელიც ბირთვების რაოდენობით ორჯერ აღემატება Intel-ის ანალოგიური კლასის გადაწყვეტილებას. პროცესორი Ryzen 9 3950X გაყიდვაში სხვა მოდელებთან შედარებით გვიან გამოვა. 6, 8 და 12-ბირთვიანი დესკტოპ-სერიის Ryzen 3000 პროცესორები 7 ივლისიდან გაიყიდება, 16-ბირთვიან ფლაგმანს კი სექტემბერში უნდა ველოდოთ. მისი ფასი, როგორც მოსალოდნელი იყო, მეტად მაღალია - 749 აშშ დოლარი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Ryzen 3000 სერიის პროცესორებს კანონზომიერი ფასები აქვთ - თითო ბირთვზე პლუს 40-50 დოლარი, ასე რომ Ryzen 9 3950X მოდელის ფასიც ექვემდებარება ამ კანონზომიერებას. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ფლაგმანური პროცესორის მახასიათებლები: ბირთვების გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად არ არის გამოწვეული ზღვარგადასული სითბოს გამოყოფა: ამ პროცესორსაც 105-ვატიანი სითბური პაკეტი აქვს ისევე, როგორც 8-ბირთვიან Ryzen 7 3800X-სა და 12-ბირთვიან Ryzen 9 3900X-ს. 16-ბირთვიანი და 32-ნაკადიანი Ryzen 9 3950X პროცესორის საბაზისო ტაქტის სიხშირე იქნება 3,5 გჰც, რაც 300-400 მეგაჰერცით ნაკლებია Ryzen 7 3800X-ისა და Ryzen 9 3900X მოდელების სიხშირეეებზე. სამაგიეროდ Turbo რეჟიმში მისი სიხშირის მაჩვენებელი - 4,7 გჰც - 100-200 მჰც-ით მეტი იქნება მესამე თაობის Ryzen-პროცესორების ყველა მოდელისაზე. ბირთვი/ ნაკადი საბაზისო სიხშირე/ გჰც Турбо სიხშირე/გჰც L2-Cache, მბ L3-Cache, მბ TDP, ვატი ფასი გაყიდვის თარიღი Ryzen 9 3950X 16/32 3,5 4,7 8 64 105 $749 სექტემბერი Ryzen 9 3900X 12/24 3,8 4,6 6 64 105 $499 7 ივლისი Ryzen 7 3800X 8/16 3,9 4,5 4 32 105 $399 7 ივლისი Ryzen 7 3700X 8/16 3,6 4,4 4 32 65 $329 7 ივლისი Ryzen 5 3600X 6/12 3,8 4,4 3 32 95 $249 7 ივლისი Ryzen 5 3600 6/12 3,6 4,2 3 32 65 $199 7 ივლისი 16-ბირთვიანი მოდელის წარდგენას კომპანია AMD-მა ოვერქლოქინგ-შოუს ელემენტებიც დაუმატა: თხევადი აზოტის გამოყენებით AMD-ის გუნდმა შეძლო მისი 5375 მეგაჰერცამდე აჩქარება და Cinebench R20-ზე მიიღო წარმადობის შესანიშნავი მაჩვენებელი - 12 167 ქულა: ეს აბსოლუტური რეკორდია 16-ბირთვიან პროცესორებში. მასთან მიახლოებული შედეგი - 5,3 გჰც აქვს დაფიქსირებული Core i9-7960X-ს, თუმცა AMD-ის ფლაგმანი მასზე 12%-ით სწრაფი აღმოჩნდა. https://3dnews.ru/988943 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted June 12, 2019 Share Posted June 12, 2019 დაბ. დღეზე უკვე ვიცი რას ვუკეთებ საკუთარ თავს საჩუქარს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted June 15, 2019 Share Posted June 15, 2019 https://www.guru3d.com/news-story/749-ryzen-9-3950x-beats-2000-intel-core-i9-9980xe(18-core)-in-geekbench-test.html 750$ vs 2000$ 16 cores vs 18 cores AMD wins GG Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.