Jump to content

Uplay+ — Ubisoft-ის პასუხი PC Xbox Game Pass-ისთვის


Recommended Posts

სხვადასხვა გეიმინგ-სერვისი ძალებს იკრებს. როგორც უკვე ვიცით, რამდენიმე დღის წინ Microsoft-მა წარადგინა პერსონალური კომპიუტერებისთვის განკუთვნილი Xbox Game Pass და გააფართოვა მომსახურებები Game Pass Ultimate-ის ფარგლებში. ამჯერად კი ფრანგულმა კომპანია Ubisoft-მა გადაწყვიტა გადაედგა საპასუხო ნაბიჯი და წარადგინა ანალოგიური სერვისი Uplay + პერსონალური კომპიუტერებისთვის. სერვისის ამოქმედება 3 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი, მისი ღირებულება თვეში 15 დოლარი იქნება.  

Ubisoft-ის ხელმძღვანელობის განცხადებით სერვისის გამომწერი გეიმერები მიიღებენ სრულ და შეუზღუდავ წვდომას თამაშების უზარმაზარ კოლექციაზე. მასში ის თამაშებიც შევა, რომლებიც ჯერ დამუშავების პროცესშია და სამ სექტემბრამდე გამოვა, აგრეთეე მიიღებენ Ubisoft-ის კლასიკურ პროექტებსა და სხვადასხვა პოპულარულ სერიულ პროდუქტს. 

image.jpeg 

საბაზისო ვერსიების გარდა სერვისი მომხმარებლებს სთავაზობს განსაკუთრებულ გამოცემებსაც, რაც მოიცავს სხვადასხვა დამატებასა და ბონუს-მასალებს. ამასთან, სერვისის გამომწერებს გარანტირებული წვდომა ექნებათ ბეტა-ტესტირების რეჟიმში მყოფ პროექტებში მონაწილეობაზე ოფიციალურ ანონსამდეც. კოლექცია მუდმივად განახლდება სიახლეებით, სერვისი გამოწერაზე უარის თქმა კი ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი. 

image.jpeg 

ყველა, ვინც ოფიციალურ ვებ-გვერდზე დარეგისტრირდება 15 აგვისტომდე, შეძლებ ისარგებლოს დროებითი უფასო სერვისით, რომელიც 3-დან 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. სექტემბრის დასაწყისში Ubisoft გეიმერებს ელექტრონულ წერილებს გაუგზავნის საცდელი ვადის დეტალების შესახებ. ასევე მათ, ვინც 15 აგვისტომდე დარეგისტრირდება, Ubisoft შესთავაზებს  თამაშის ორ ექსკლუზიურ ნივთს Tom Clancy’s Ghost Recon Breakpoint-ისა და Watch Dogs Legion-ისთვის. 

image.jpeg

საინტერესოა, რამდენად წარმატებული იქნება ხსენებული შემოთავაზება და გასცდება თუ რა იგი პერსონალური კომპიუტერის ვერსიის ფარგლებს: ყოვლისმომცველი სერვისები უვე  გართობის ინდუსტრიის ტენდენცია. მიმდინარე წელს Apple-იც გამოუშვებს თავის გეიმინგ-სერვის Arcade-ს. აგრეთვე აღსანიშნავია Google Stadia, PlayStation Now და Microsoft xCloud. 

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.