Magdalena Posted June 11, 2019 Share Posted June 11, 2019 მოლოდინის შესაბამისად, კომპანია Microsoft-მა დააანონსა ახალი კონსოლი - Project Scarlett. დასახელება ჯერჯერობით პირობითია, ოფიციალური სახელი და კონსოლის გარეგნული დიზაინი კვლავ საიდუმლოდ რჩება და ცნობილი გახდება მომდევნო E3 გამოფენაზე. კონსოლის გამოსვლის თარიღია 2020 წლის შობა-ახალი წლის პერიოდი. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ახალი კონსოლი Xbox One X-ზე ოთხჯერ მძლავრია. უკვე დიდი ხანია საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ იგი დაფუძნებულია AMD-ის სპეციალური შეკვეთით დამზადებულ პროცესორზე (პროცესორი შექმნილია Zen 2 არქიტექტურის ბაზასა და Navi ვიდეოჩიპზე). კონსოლში წარმოდგენილი იქნება სუპერსწრაფი SSD და დიდი მოცულობის ოპერატიული/ვიდეო მეხსიერება. როგორც ცნობილია, მოწყობილობას ექნება წამში 120 კადრისა და 8K ფორმატის, აგრეთვე Ray-Tracing-ის მხარდაჭერა. საწყის თამაშად, ე.წ. "launch title"-ად წარმოდგენილია Halo Infinite. თამაშის შესახებ ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი, Microsoft-მა ინფორმაციის ნაწილი სამომავლოდ შემოიტოვა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ იგი ხელმისაწვდომი იქნება Xbox One-სა და პერსონალურ კომპიუტერებზეც. https://overclockers.ru/blog/NePushkin/show/27340/microsoft-anonsirovala-konsol-novogo-pokolenija-i-pervuju-igru-dlja-nejo 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.