Jump to content

NASA საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ხსნის ტურისტებისთვის - 35 ათასი დოლარი დღეში


Recommended Posts

აეროკოსმოსურმა სააგენტო NASA-მ განაცხადა ახალი გეგმის შესახებ, რომელიც რამდენიმე ნაწილისგან შედგება. გეგმა მნიშვნელოვნად გააფრთოებს კოსმოსურ სადგურზე წვდომას კომერციული კომპანიებისა და კერძო კოსმონავტებისთვის. 

image.png 

NASA უკვე იძლევა ნებართვას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გარკვეული კვლევების ჩატარებაზე, ამჯერად კი სააგენტომ განაცხადა, რომ აფართოებს შესაძლებლობებს კომპანიებისათვის, რათა „ინოვაციებმა და გამომგონებლობა შეძლოს დააჩქაროს საწარმოო განვითარება დედამიწის ახლო ორბიტაზე“. 

NASA-ს კონცეფცია ხუთი ნაწილისგან შედგება და ერთ-ერთია საშუალების მინიჭება კერძო ასტრონავტებისვის - განახორციელონ კომერციული და მარკეტინგული ღონისძიებები კოსმოსურ სადგურზე. 

ყოველ წელს ორი კერძო კოსმონავტი შეძლებს დარჩეს კოსმოსურ სადგურზე 30 დღის მანძილზე იმ პირობით, რომ ისინი იქამდე მიაღწევენ კომერციული ამერიკული კოსმოსური რაკეტის მეშვეობით, მაგალითად, SpaceX-ის ან Boeing-ის რაკეტით, რაშიც ისინი დღეში 35 ათას დოლარს გადაიხდიან. ამ გადასახადით მოხდება NASA-ს ხარჯების კომპენსირება. 

image.jpeg 

ანგლო-ამერიკელმა ანტრეპრენერმა, Richard Garriott-მა 2008 წელს 30 მლნ გადაიხადა იმისათვის, რომ ორი კვირა გაეტარებინა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. იგი NASA-ს ახალ გადაწყვეტილებას უწოდებს კოსმოსურ სფეროშ ამერიკი პოლიტიკის რადიკალურ ცვლილებას.  

Garriott ერთ-ერთია იმ შვიდი პირიდან, რომლებიც კოსმოსურ სადგურზე კერძო პირის სტატუსით იმყოფებოდნენ. მისი თქმით ათი წლის წინ NASA აქტიურად ეწინააღმდეგებოდა კოსმოსურ ობიექტზე მათ არსებობას. 

Garriott-ის აზრით კოსმოსის კომერციალიზაცია ბიძგს მისცემს იმ კვლევებს, რომლებიც აუცილებელია ასტრონავტების შორეულ კოსმოსში გაშვებისათვის, აგრეთვე ხელ შეუწყობს კოსმოსურ სადგურზე ყოფნისას კომფორტის დონის ამაღლებას.  

„საკვები არ არის მიმზიდველი, ასევე ფაქტობრივად არ არსებობს პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალებები“ - აღნიშნა მან და განაცხადა, რომ ამ ორ საკითხში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ვითარება კომერციული ინოვაციების წყალობით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.