Jump to content

ევროპის კოსმოსური სააგენტო მუშაობს მრავალჯერადი გამოყენების კაფსულა Space Rider-ზე — იგი აღჭურვილობას ორბიტაზე გაიტანს და უკან დედამიწაზე დააბრუნებს


Recommended Posts

კოსმოსური სააგენტო (ESA) ქმნის ახალ კაფსულას, რომელიც განკუთვნილია სამეცნიერო და ტექნოლოგიური აღჭურვილობის კოსმოსში წასაღებად.  

Space Rider აიწყობა სააგენტოს ექსპერიმენტალური სატრანსპორტო საშუალების, IXV-ის პროექტის საფუძველზე, რომელმაც 2015 წელს წარმატებით განახორციელა პირველი ფრენა და გაიარა ტესტირება მეორედ გაშვების მზადყოფნაზე. 

image.jpeg 

კაფსულას აქვს სატვირთო განყოფილება, რომელში შესაძლებელია მოთავსდეს 800 კილოგრამამდე მყარი ტვირთი და ათას ორასი ლიტრი თხევადი მასა. განყოფილება გაიხსნება კოსმოსში კოსმოსურ სადგურთან ან ხომალდთან მიერთებისას, ტვირთისგან დაცლის შემდეგ კი უკან დედამიწაზე დაბრუნდება. 

დაგეგმილია, რომ პირველ გამოსაცდელ ფრენებს კაფსულა 2022 წელს განახორციელებს. წარმატებული გამოცდის შემთხვევაში კოსმოსური სააგენტო იმავე წელს გაუშვებს მას დედამიწის ორბიტაზე. 

მსგავრი რამ წრმატებით განახორციელა NASA-მაც - მან ორბიტაზე 105 ნანოთანამგზავრი გაუშვა. მცირე ზომის თანამგზავრები საშუალებას იძლევა გამოკვლეულ იქნას კავშირის ახალი შესაძლებლობები, აგრეთვე გაიზომოს და შესწავლილ იქნას ატმოსფეროს მდგომარეობა და მაგნიტური ველი.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.